„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის შეფასებით, „გირჩისა“ და დანარჩენი ოპოზიციის პოზიციებში მნიშვნელოვანი განსხვავებაა.
„ არ ვაპირებ კომენტარს იმ ადამიანებთან დაკავშირებით, რომლებიც აცდენილები არიან სრულიად რეაობას. სხვა პოზიცია აქვთ და პირდაპირ გეტყვით, იაგოს გუშინდელი განცხადება იყო, რბილად რომ ვთქვათ, მიუღებელი, მორალურად მიუღებელი და ზოგადად მიუღებელი არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ ნებისმიერ კონსტრუქციაში, რომელიც შეიძლება განვიხილოთ. ამიტომ, მე, ისევე როგორც ბატონ ელისაშვილზე, დავასრულე „გირჩზე“ საუბარი ანუ იაგოზე და ვახოზე. ჩვენ გვაქვს ძალიან განსხვავებული პოზიციები. მათ და ჩვენ ყველა, იმ ადამიანს, ვინც არის აქ, გვაქვს სრულიად განსხვავებული პოზიცია, ამიტომ ვერ ვთანხმდებით. გასაგებია, მათ თავისი აზრი დააფიქსირეს ჩვენ ჩვენი,“ - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ცნობისთვის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, სააკაშვილმა ზუსტად იცის, რომ საპარლამენტო არჩევნების მოგებით ვერ მოვა ხელისუფლებაში, მით უმეტეს, თუ ის დაბალი ბარიერით ჩატარდება და პატარა პარტიებს არსებობის შანსი გაუჩნდებათ.
ამიტომაც, მისი მტკიცებით, სააკაშვილის ამ თამაშში, პარლამენტი არც ერთ ვარიანტში არ უნდა შედგეს, პოლიტიკა უნდა იყოს ქუჩაში და არა პარლამენტში.
მასალის გამოყენების პირობები






