"ვიქნები მელიას გვერდით, თუ ხელისუფლება უგუნურ ნაბიჯს გადადგამს და მას დააკავებს, ძალიან ძვირად დაუჯდება"- ნინო ბურჯანაძე
პოლიტიკა - 14:41, 15 Feb, 2021     933

“ერთიანი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძე ენმ-ს თავმჯდომარის შესაძლო დაკავებას გამოეხმაურა.

მან იმედი გამოთქვა, რომ ხელისუფლება არ გადადგამს "ასეთ უგუნურ ნაბიჯს, რომ დააკავოს პირველი ოპოზიციური პარტიის ლიდერი".

ბურჯანაძის თქმითვე, თუ ხელისუფლება მელიას დააკავებს, ძალიან ძვირად დაუჯდება, როგორც მორალურად, ასევე პოლიტიკურად.

“ერთიანი საქართველოს” ლიდერი ამბობს, რომ მელია არის ერთ-ერთი ყველაზე გულწრფელი ადამიანი ქართულ პოლიტიკაში და მას ვერავინ გადაადგმევინებს იმ ნაბიჯს, რომლისაც არ სჯერა.

„ნიკა ჩემი უმცროსი მეგობარია, მაგრამ რაც გაცილებით მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში, არის ის, რომ ის უსამართლობას ებრძვის, ებრძვის პრინციპულად, ვაჟკაცურად და შესაბამისად, ყველა იმ ქმედებაში, რაც იქნება საჭირო იმისათვის, რომ ხელისუფლებამ უსამართლოდ არ დაჩაგროს ქვეყნის მოქალაქე და ამ შემთხვევაში ოპოზიციური პარტიის ლიდერი, მე და ჩემი თანაპარტიელები, ვიქნებით მელიას გვერდით. მე არ მაინტერესებს, ვინ რას ამბობს. მე საკმარისი გამოცდილება მაქვს და საკმარისად მუშაობს ჩემი ტვინი იმისათვის, რომ მე თვითონ განვსაზღვრო, ვინ ვის თამაშობს. ნიკა მელია არის ერთ-ერთი ყველაზე გულწრფელი ადამიანი ქართულ პოლიტიკაში, მას ვერავინ ვერ გადაადგმევინებს იმ ნაბიჯს, რომლისაც მას არ სჯერა და რაც მთავარია, ახლა რისიც მას სჯერა, ეს არის სწორი. ის რომ ცდებოდეს, მე ჩემს აზრს ვეტყოდი მას ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა ადამიანს“, - განაცხადა ბურჯანაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42