გამო, გამო, შენი შვილის გამო, ჩემი შვილის გამო, ჩვენი გოგოების გამო გამო! - თბილისში 1000 მშობლის მარში დაიგეგმა.
კამპანია კი ქობულეთის ტრაგედიის შემდეგ დაიწყო, როდესაც ძალადობის მსხვერპლმა 14 წლის ნინიმ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
შეცვალეთ
სისხლის სამართლის კოდექსში გაუპატიურების მუხლი, რითიც თანხმობის არარსებობა გახდება ცენტრალური ამოსავალი;
შექმენით
პროკურატურაში სპეციალიზირებული დეპარტამენტი, რომელიც სექსუალური ძალადობის საქმეებს ეფექტიანად გამოიძიებს;
გახადეთ
ფორმალური განათლების ნაწილი, რითიც ბავშები შეძლებენ სქესობრივი ძალადობის ამოცნობასა და მისგან თავის დაცვას;
გაზარდეთ
ფსიქოლოგების და სოცმუშაკების რაოდენობა;
დადგეს
ნინის საქმის პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი სამსახურეობრივი გულგრილობის გამო.
#პროტესტის100დღე კამპანია ქალთა მოძრაობის ინიციატივაა და აერთიანებს ყველა მშობელს, ახალგაზრდას, სამოქალაქო აქტივისტს, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს, კერძო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომლებიც ამბობენ რომ ცვლილებების დროა.
მასალის გამოყენების პირობები






