"მოლაპარაკებები ათი წლის წინაც მიდიოდა, პრობლემა საქართველოს მხარემ შექმნა" - აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმი რკინიგზის აღდგენის საკითს რუსეთის დუმის წინაშე აყენებს
პოლიტიკა - 19:52, 13 Feb, 2021     1222

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმი კიდევ ერთხელ გამოდის ინიციატივით, რომ აღდგეს აფხაზეთზე გამავალი რკინიგზის მაგისტრალი და შესაბამისად სარკინიგზო მიმოსვლა რუსეთ-სომხეთს შორის.

9 თებერვალს, აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის პარლამენტმა მიმართა რუსეთის დუმას და გამოთქვა მზადყოფნა, სრულად ჩაერთოს აფხაზეთის გავლით, რუსეთსა და სომხეთს შორის პირდაპირი სარკინიგზო მიმოსვლის გახსნის პროექტში.

ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შამბა აცხადებს, რომ ეს საკითხი მოლაპარაკებების საგანი ათი წლის წინათაც იყო, თუმცა, მაშინ პრობლემა საქართველოს მხარემ შექმნა, რომელიც კატეგორიულად მოითხოვდა, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე გამავალ რკინიგზის მონაკვეთს "საქართველოს რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთი" უნდა რქმეოდა, რასაც აფხაზეთის რეჟიმი არ დათანხმდა.

შამბა მიიჩნევს, რომ რკინიგზის გახსნა კავკასიაში მშვიდობის დამყარებას შეუწყობს ხელს, რადგან გაიხსნება რკინიგზა, აღდგება მიმოსვლა, ვაჭრობა და ა.შ.

აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ამ ინიციატივას ეჭვის თვალით უყრებს МГИМО-ს (მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტი) კავკასიის პრობლემების ცენტრის ექსპერტი ნიკოლაი სილაევი.

"ტექნიკური წინააღმდეგობა - რკინიგზა გადის სანაპირო ზოლის გასწვრივ, კურორტულ ზონაში, ამასთან, საბჭოთა პერიოდში ეს რკინიგზა არ გამოიყენებოდა სატვირთო გადაზიდვებისთვის. შესაბამისად არსებობე ეკოლოგიური საფრთხე.

პოლიტიკური წინააღმდეგობა - საჭიროა საქართველოსთან მოლაპარაკებების გამართვა, ტრანზიტის პირობებზე შეთანხმება. აფხაზეთს დიდი სურვილი ექნება ამ მოლაპარაკებების დაწყების - ეს ხომ ფაქტობრივად საქართველოს მიერ მის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებას ნიშნავს, რასაც საქართველოს მხარე არ დათანხმდება. მართალია არსებობს რუსეთ-საქართველოს სავაჭრო შეთანხმება, მაგრამ ეს პროექტი არ მუშაობს სათანადოდ," - აცხადებს სილაევი.

სავარაუდოდ, აფხაზების მიერ ამ ინიციატივის დაყენებას ბიძგი მისცა პუტინს, ალიევსა და ფაშინიანს შორის იანვარეში შემდგარმა მოლაპარაკებებმა, რომელიც ითვალისწინებს ჩრდილოეთ კავკასიისა და აღმოსავლეთ აზერბაიჯანის გავლით რუსეთ-სომხეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას, რომელიც 1992 წლის შემდეგ შეწყვეტილი იყო. ამ რკინიგზის აღდგენით ერთის მხრივ, რუსეთი იღებს შესაძლებლობას პირდაპირ დაუკავშირდეს როგორც სომხეთს, ასევე ირანს, ხოლო მეორეს მხრივ აზერბაიჯანი აღადგენს სარკინიგზო მიმოსვლას ავტონომიურ რესპუბლიკა ნახჭევანთან, რომელიც მთლიანად გარშემორტყმულია სომხეთის ტერიტორიებით და ასევე თურქეთთან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42