14 წლის გოგონა, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, სოფელ ქაქუთში დღეს დაკრძალეს.
გოგონას დედას, ყოფილი მეუღლის ნათესავბმა შვილის დატირების საშუალება არ მისცეს. მერი რომანაძემ, შვილის საფლავზე მისვლა მხოლოდ მას შემდეგ შეძლო, რაც ნათესავებმა ტერიტორია დატოვეს.
ის სასაფლაოზე სამართალდამცველებთან ერთად მივიდა.
შეგახსენებთ, ქობულეთში 9 თებერვალს 14 წლის მოზარდმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
სამართალდამცველებმა კი, სავარაუდო დამნაშავე გოგონას თვითმკვლელობის შემდეგ, 11 თებერვალს დააკავეს. საქმეზე დაკავებულს პირს ბრალი ორი მუხლით აქვს წარდგენილი: სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე და 140-ე მუხლებით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანასა და თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სექსუალური კავშირის დამყარებას გულისხმობს. მას აღნიშნულ საქმეზე წინასწარი პატიმრობა დღეს შეეფარდა.
მასალის გამოყენების პირობები






