ვახტანგ ლიჩელი - "წლის პირველი საჯარო ლექცია“ თსუ-ში
საზოგადოება - 14:19, 13 Feb, 2021     960

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, არქეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ვახტანგ ლიჩელმა „წლის პირველი საჯარო ლექციის“ ფარგლებში საჯარო ლექცია „ორი არქეოლოგიური ფაქტის კომენტარი“ წაიკითხა. COVID-19-თან დაკავშირებული მსოფლიო პანდემიის გამო, საჯარო ლექცია დისტანციურ რეჟიმში გაიმართა.

„დღევანდელი დღე ჩვენი უნივერსიტეტის ცხოვრებაში განსაკუთრებული დღე გახლავთ. ტრადიციულად უკვე მრავალი წლის მანძილზე, დღევანდელ დღეს ტარდება პირველი საჯარო ლექცია. ეს კი სრულიად განსაკუთრებული პასუხისმგებლობის მატარებელი მოვლენაა. ჩემი ლექცია ეძღვნება ორ უმნიშვნელოვანეს არქეოლოგიურ არტეფაქტს, რომლებიც ქართული დამწერლობის ისტორიას უკავშირდება“,-განაცხადა ვახტანგ ლიჩელმა.

საჯარო ლექციის მთავარი თემა ქართული დამწერლობის ისტორია იყო. პროფესორმა ვახტანგ ლიჩელმა ქართული დამწერლობის ისტორიიდან არქეოლოგიური კვლევების ჭრილში ორი უმნიშვნელოვანესი ფაქტი გამოყო - გრაკლიანის გორაზე აღმოჩენილი წარწერა, რომელიც ჩვ.წ.-მდე XI-X საუკუნეებით თარიღდება და ქართული დამწერლობის ისტორიის საწყის მონაკვეთს - ჩვ.წ.-მდე IV საუკუნიდან ჩვენი წელთაღრიცხვის IV საუკუნემდე, რომელიც ფარნავაზის მიერ ქართული ანბანის შექმნას უკავშირდება და ეს ნათლად ჩანს დავათის სტელაზე გამოსახულ ეტრატზე.

როგორც თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ განაცხადა, წლის პირველი საჯარო ლექციის ჩატარება, რომელიც უნივერსიტეტის დაარსების დღიდან იღებს სათავეს, წელს განსხვავებულად დისტანციურ ფორმატში ჩატარდა. „კოვიდის პირობებში სხვა გამოსავალი არ იყო. დარწმუნებული ვარ ბევრი მსმენელი ეყოლება ბატონ ვახტანგ ლიჩელს. დარწმუნებული ვარ ბევრი სტუდენტი, პროფესორი, კოლეგა, დაინტერესდება ამ ლექციით, რომელიც ტრადიციულად ტარდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და უკავშირდება დიდი ივანე ჯავახიშვილის სახელს.“-აღნიშნა გიორგი შარვაშიძემ.

საჯარო ლექცია „ორი არქეოლოგიური ფაქტის კომენტარი“ ონლაინ პლატფორმაზე განთავსდება და ხელმისაწვდომი იქნება დაინტერესებული საზოგადოებისთვის.

„წლის პირველი საჯარო ლექცია“ თსუ-ში ყოველწლიურად ტარდება. პირველი საჯარო ლექცია პირველად 103 წლის წინ, 1918 წლის 12 თებერვალს (ძველი სტილით 30 იანვარს) უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის წაიკითხა ივანე ჯავახიშვილმა “ადამიანის პიროვნება და მისი მნიშვნელობა ძველ ქართულ საისტორიო-საფილოსოფო მწერლობასა და ცხოვრებაში“. ტრადიცია რამდენიმე წლის წინ აღდგა. გასულ წელს თსუ-ს და ლუნდის (შვედეთი) უნივერსიტეტების პროფესორმა ზაალ კოკაიამ წაიკითხა საჯარო ლექცია „თავის ტვინი, ინსულტი და ღეროვანი უჯრედები.“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42