ნიკა მელიას პოლიტიკური დევნა - გაერთიანებული დემოკრატიული ოპოზიცია საგანგებო განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 21:23, 12 Feb, 2021     2294
ნიკა მელიას პოლიტიკური დევნა - გაერთიანებული, დემოკრატიული ოპოზიცია საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

ხელისუფლების ოპონენტები ცინიკურსა და აბსურდულს უწოდებენ გირაოს გადახდის მოთხოვნას იმ პოლიტიკოსისთვის, რომელსაც ქვეყანა არ დაუტოვებია და ისედაც ითხოვს მისი საპარლამენტო მანდატის გაუქმებას.

განცხადებაში აღნიშულია, რომ მელიას საქმე ნათელი დასტურია თუ რა მეთოდებით იბრძვის "ქართული ოცნება" ძალაუფლების შესანარჩუნებლად, ყოველივე ეს კი საფრთხეს წარმოადგენს ის საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის.

“ივანიშვილის პროკურატურამ პარლამენტს, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ გამოხატავს, ნიკა მელიას დასაპატიმრებლად თანხმობისთვის მიმართა.

ჩვენ საქართველოს დემოკრატიული ოპოზიციური პარტიები მივიჩნევთ რომ ეს და ნიკა მელიასთან დაკავშირებით მიღებული სხვა გადაწყვეტილებები, წარმოადგენს ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ დანაშაულებრივ ბრძოლას, რომელსაც კავშირი არ აქვს მართლმსაჯულებასა და სამართლიანობასთან.

ცინიკური და აბსურდულია გირაოს გადახდის მოთხოვნაც იმ პოლიტიკოსისთვის, რომელსაც ქვეყანა არ დაუტოვებია უშუალოდ დაკავების საფრთხის წინაც კი და ისედაც ითხოვს მისი საპარლამენტო მანდატის გაუქმებას. მელიას საქმე ნათელი დასტურია თუ რა მეთოდებით იბრძვის ქართული ოცნება ძალაუფლების შესანარჩუნებლად, თუ რამხელა საფრთხეს წარმოადგენს ის საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის.

ნიკა მელიას დაპატიმრება ან დაპატიმრების მომზადების მედია პროცესის შექმნა, ისედაც რადიკალიზებული პოლიტიკური გარემოს მეტად პოლარიზების შესაძლებლობას აჩენს, რაც მხოლოდ და მხოლოდ პროვოკაციად შეიძლება შეფასდეს.

ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ოპონენტების სისხლის სამართლებრივი წესით დევნა, შეასრულოს 8 მარტის შეთანხმება და გაათავისუფლოს პოლიტპატიმარი გიორგი რურუა, ამასთან მიუჯდეს მოლაპარაკებების მაგიდას, სადაც შეთანხმება მიიღწევა ახალი არჩევნებისა და ახალი საარჩევნო წესების შესახებ” - წერია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:

ლელო

ევროპულისაქართველო

ეროვნულ დემოკრატიული პარტია

ლეიბორისტული პარტია

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

რესპუბლიკური პარტია

ახალი საქართველო

ევროპული დემოკრატები

ქრისტიან კონსერვატიული პარტია

გირჩი-მეტი თავისუფლება - ზურა ჯაფარიძე

ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა

მოძრაობა სახელმწიფო ხალხისათვის

ემსახურე საქართველოს

გამარჯვებული საქართველო

თავისუფალი დემოკრატები

სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის სამართლიანობისთვის

კანონი და სამართალი

სტრატეგია "აღმაშნებელი"

ტრიბუნა

ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა

ახალი ქრისტიან დემოკრატები

ელენე ხოშტარია

ირაკლი ღლონტი

შალვა შავგულიძე

შალვა შავგულიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42