"არასდროს ვყოფილვარ ისეთი ამაყი, როგორც ამ სიბინძურესთან ბრძოლისას, იმდენად მართალი ვარ, იმდენად ძლიერი ამ სიმართლით, ტყვიაც რომ მესროლოთ, მკერდით გავაჩერებ" - მელია პასუხი პროკურის მოთხოვნაზე
პოლიტიკა - 18:50, 12 Feb, 2021     1092


"არასდროს ვყოფილვარ ისეთი ამაყი, როგორც ამ სიბინძურესთან ბრძოლისას. იმდენად მართალი ვარ, იმდენად ძლიერი ამ სიმართლოთ, ტყვიაც რომ მესროლოთ, მკერდით გავაჩერებ. ჩემს უკან ქვეყნის სიყვარული და ზნეობაა" - ასეთია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ნიკა მელია პასუხი პროკურატურის მოთხოვნაზე.


"2019 წლის 20 ივნისი , ესაა თარიღი, რომელიც გვახსოვს. მეტიც, 100 წლის მერე, როცა არ ვიქნებით, ისტორია შეუნახავს ჩვენს შვილებს, შთამომავლებს ამ თარიღს. ესაა თარიღი, როცა თბილისში ოკუპანტი სახელმწიფოს ყველაზე აგრესიული წარმომადგენლი, სერგეი გავრილოვი ჩამოიყვანეს და პარლამენტის თავმჯდომარის სკამში ჩასვეს. თარიღი, როცა ეს უსამართლობა გააპროტესტა ჩვენმა თანამოქალაქეებმა და ამისთვის სახელმწიფომ მათზე სასტიკად იძალადა. 2019 წლის 20 ივნისის შემდეგ, ამ პროტესტის შემდეგ, ხელისუფლებამ პოლიტიკური დევნა დაიწყო. მათ შორის ჩემიც. თუმცა, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ჩართულობის გამო, მაშინ, ჩემი დაპატიმრება ვერ მოახერხეს. ისტორიაში პირველი ბრალდებული ვარ, რომელსაც გირაო დააკისრეს და პარალელურად სამაჯურის ტარების ვალდებულება დამეკოსრა. სამაჯურის, რომელიც ჯიპიარესთანაც კი არ იყო მიბმული. ამ დრომდე მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა. სამაჯური გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როცა განავენი დამდგარია. პირველი ბრალდებული ვარ, რომელსაც აუკრძალეს საჯარო სივრცეებში სიტყვით გამოსვლა. პირველი ბრალდებული ვარ, რომელსაც გირაო გადახდილი აქვს, მაგრამ კვლავ სთხოვენ გადახდას. ვებრძოლო უსამართლობას და ამავდროულად დავემორჩილო?! არა, არ დავემორჩილები, რადგან ეს უსამართლობაა, მორალი არ მომცემს ამის უფლებას. მე ახლა ვარ ოფისში, რომლის კისერზეცაა მოდერნიზებული სახელწმფიოს შექმნა. შესაბამისად, პატივს ვცემ კანონს, მაგრამ არა მურუსიძეს, ფარცხალაძეს, ივანიშვილს. არ ვპროვოცირებ, უბრალოდ მინდა ჩემი ქმედებით გავწყვიტო უკანონობის, უსამართლობის, პოლიტიკური დევნის ჯაჭვი და ვიცხოვრო ქვეყანაში, სადაც სასამართლო დამოუკიდებელია, სადაც სამართლიანად ჩატარდება არჩევნები. არასდროს ვუოფილვარ ისეთი ამაყი, როგორც ამ სიბინძურესთან ბრძოლისას. იმდენად მართალი ვარ, იმდენად ძლიერი ამ სიმართლოთ, ტყვიაც რომ მესროლოთ მკერდით გავაჩერებ. ჩემს უკან ქვეყნის სიყვარული და ზნეობაა."





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42