პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ თუ პროკურატურა პარლამენტს დასაბუთებული მოთხოვნით მიმართავს, საკანომდებლო ორგანო შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.
მისი თქმით, მელია თავად იღებს გადაწყვეტილებას აირჩევს გირაოს თუ პატიმრობას.
"სერიოზულად გჯერათ, რომ ნიკა მელიას შეიძლება ხალხმა შეუგროვოს ფული და შეუტანოს გირაო? ეს ხომ აბსურდია. ადვოკატებს მონაცემები აქვთ. ნიკა მელია, მისი მეგობრები და მხარდამჭერი ტელევიზიები რამდენიმე დღეა ცდილობენ კამპანიის აგორებას, როგორც ჩანს ეს გირაოს გადახდის წინასამზადისია, რომ თითქოს, წინასწარ თქვან ის, რაც უნდა გააკეთონ. წინასწარ ამბობენ, რომ თითქოს, საქველმოქმედო კამპანია იქნება და მას შეუგროვებენ გირაოს. ნიკა მელია თავად იღებს გადაწყვეტილებას - ირჩევს გირაოს გახდას თუ პატიმრობას, კანონის მხოლოდ ეს ოფციაა. თუ პროკურორი დასაბუთებული მოთხოვნით მიმართავს პარლამენტს, პარლამენტი შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს", - განაცხადა თალაკვაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






