"2 თვე გაწელეს საქმე... ის ბიჭი სასწრაფოდ რომ დაეჭირათ, ჩემი შვილი ახლა ცოცხალი იქნებოდა" - ქობულეთში გარდაცვლილი 14 წლის გოგონას დედა სამართალდამცავებს უყურადღებობაში ადანაშაულებს
საზოგადოება - 15:48, 12 Feb, 2021     1921
გარდაცლილი 14 წლის გოგოს თურქეთიდან დაბრუნებული დედა სამართალდამცველებთან შეხვედრამდე მედიასთან პირველ კომენტარს აკეთებს და შვილის თვითმკვლელობის გარშემო არსებულ მძიმე გარემოებებს იხსენებს.

მისი თქმით, შვილზე განხორციელებული სექსუალური ძალადობის შესახებ მაშინ გაიგო, როდესაც 14 წლის მოზარდმა ამბის პოლიციისთვის შეტყობინება გადაწყვიტა - იმ დღიდან კი მისივე თქმით, მოზარდი უკიდურესად შევიწროვებული და ძალადობის მსხპერლი იყო ნათესავების მხრიდან.

გარდაცვლილის დედა ყვება, რომ 14 წლის ქალიშვილის მდგომარეობის შესახებ სრულად იყო ინფორმირებული სოციალური მუშაკიც, რომელმაც მძიმე ემოციური და ფიზიკური გარემოებების მიუხედავად, ფსიქოლოგის მეთვალყურეობა არ უზრუნველყო და სწორედ ამიტომ , სამართალდამცავი ორგანოების დაგვიანებულ მოქმედებას უკავშირებს არასრულწლოვანი ქალიშვილის მიერ სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულებას.


"ჩემმა მამამთილმა გადაწყვიტა, რომ წავიდეს დედამისთან თურქეთშიო, აქ ვერ იცხოვრებს, სოფელში, შეგვარცხვინაო.

ნათესავებმა უმოწყალოდ სცემეს , ძლივს გამოართვეს ხელიდან - ბავშვი შემოგაკვდება და ციხეში ჩაჯდებიო .

2 თვე გაწელეს საქმე. ხომ შეიძლებოდა, რომ ეს ბიჭი სასწრაფოდ დაეჭირათ და ჩემი შვილი ჩემთან გამოეგზავნათ ჩემი შვილი ახლა ცოცხალი იქნებოდა".- აცხადებს გარდაცვლილის დედა "ფორმულასთან".

აქვე გეტყვით, რომ მოზარდის თვითმკვლელობის შემდეგ დააკავეს მასთან სექსუალური კავშირის დამყარებაში ბრალდებულიც - სავარაუდო დამნაშავის მიმართ გამოძიება ამ დრომდე "16 წლის ასაკს მიუღწეველის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის" ბრალდებით მიმდინარეობს, რაც 7-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ ქობულეთში მცხოვრებმა 14 წლის გოგონამ სიცოცხლე თვითმკვლელობით 10 თებერვალს დაასრულა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42