„ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე ამბობს, რომ ცვლილებები აუცილებელია, მათ შორის ცვლილებები უნდა მოიცავდეს განახლებას.
მისივე განცხადებით, საჭიროა პერსონალური გადაწყვეტილებების მიღება განახლებასთან დაკავშირებით:
„დღეს პარტიაში იქნება შეხვედრა გაფართოებული შემადგენლობით, რომელსაც დაესწრებიან პარტიის რეგიონული ლიდერები, ჩვენი რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეები. ყველა ერთად ვიმსჯელებთ იმაზე, რა ტიპის ცვლილებები უნდა მოხდეს პარტიაში. ცვლილებები აუცილებელია, მათ შორის ცვლილებები უნდა მოიცავდეს განახლებას. საჭიროა პერსონალური გადაწყვეტილებების მიღება განახლებასთან დაკავშირებით. ყველაფერს მოგახსენებთ შეხვედრის შემდეგ. არაკორექტული იქნება პარტიასთან შეთანხმების გარეშე, წინასწარ გავახმოვანო. ყველაფერს აგიხსნით მაშინ, როდესაც შეხვედრის შემდეგ შინაარსობრივი კომენტარი მექნება. ვიდრე პარტიაში არ შეთანხმდება პოზიცია და პარტიის წევრებს არ გავუზიარებთ იმას, რასაც ვფიქრობთ, არაკორექტული იქნება ეს გავაკეთო ჟურნალისტებთან“, - განაცხადა ბაქრაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






