პრემიერმინისტრი გიორგი გახარია , "ენმ"-ს თავმჯდომარის , ნიკა მელიას გირაოს არგადახდასთან დაკავშირებულ პოზიციას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს არის სასამართლოს გადაწყვეტილება და აქაც, არჩევანი არის კონკრეტული ადამიანის მხარეს.
მისივე თქმით, ეს არის უბრალოდ იაფფასიანი, აგრესიული რიტორიკით, რაღაც პოლიტიკური ხულიგნობით ქულების დაწერის მცდელობა.
"ეს არის ჩვეულებრივი პოპულიზმი, ეს არის სამართალდამცავი სისტემა, ეს არის სასამართლოს გადაწყვეტილება და აქაც არჩევანი არის კონკრეტული ადამიანის მხარეს, მას შეუძლია გადადგას ნაბიჯი ერთი მიმართულებით ან შეუძლია გააგრძელოს პოლიტიკური ხულოგნობა, ეს ხომ მისი არჩევნის საკითხია! რა შუაშია აქ ან "ქართული ოცნება“ ან პროკურატურა? ამას ხომ არანაირი კავშირი არ აქვს ამასთან, არის უბრალოდ აღკვეთის ღონისძიება, რომლესაც შეუძლია გირაოს სახით ადამიანი დატოვოს გარეთ და გააგრძელოს მისი ნორმალური, ჩვეულებრივი ცხოვრება. მისი გადაწყვეტილებაა. ჩემთვის ეს არის უბრალოდ იაფფასიანი, აგრესიული რიტორიკით, რაღაც პოლიტიკური ხულიგნობით ქულების დაწერის მცდელობა, მეტი არაფერი. არასერიოზულია ეს ყველაფერი,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.
მასალის გამოყენების პირობები






