„დღეს გვაქვს შეკრება, არა პოლიტსაბჭო, არამედ არაფორმალური შეკრება. მთავარი გადაწყვეტილებების თაობაზე ინფორმაციას დათო ბაქრაძე გაგაცნობთ. სხვა კითხვებზე ამ წუთში პასუხის გაცემა არ შემიძლია. ვერ გეტყვით, რომ არაფერი შეიცვლება... ამ გადაწყვეტილებების შესახებ დათო ბაქრაძე და კიდევ ვინც ჩათვლის საჭიროდ, ის ილაპარაკებს. ძალიან მალე შეხვედრა დაიწყება“, - განაცხადა ნადირაშვილმა.
"ევროპული საქართველო" შესაძლოა მისივე დამფუძნებელმა დატოვოს - დავით ბაქრაძემ რამდენიმე დღის წინ მხოლოდ ის დაადასტურა, რომ გადაწყვეტილების შესახებ სამ დღეში გახდება ცნობილი.
არაოფიციალური ინფორმაციით, პარტიაში სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა უკრაინაში გაემგზავრა და საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
მასალის გამოყენების პირობები






