დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც დეკანოზ მამალაძის საქმეს არ იცნობს, რადგან საბრალდებო დასკვნა საჯარო არ არის - მამალაძე სასულიერო პირს დებატებში იწვევს და ამბობს, რომ ის ცრუობს.
დეკანოზის ძმა მეუფეს ასწავლის, როგორ და სად უნდა მონახოს მისი ძმის საქმეზე გამოტანილი განაჩენი.
"ეტყობა თავის აიფონში თეთრ ბაირაღებს უყურებს და აქედან ახსოვს საბრალდებო დასკვნა. მე როგორც იურისტებისგან ვიცი ეს ტერმინი აღარ იხმარება და ამას ქვია თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი საქართველოს სახელით.
აიფონით უფრო გახდა ეს პიროვნება ცნობილი ვიდრე თავის სასულიერო ცხოვრებით. შეიძლეია შევიდეს უზენაესი სასამართლოზე, ჩაწეროს 18 109-ე მუხლების განაჩენი, ან გიორგი მამალაძეს და იქ არის ეს ინფორმაცია" ამბობს დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე.
მასალის გამოყენების პირობები






