ზაზა გახელაძის საოკუპაციო რეჟიმიდან გამოსახსნელად სახელმწიფო საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობს - ამის შესახებ ინფორმაციას სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ირაკლი ანთაძე, ავცრელებს.
მისივე განმარტებით, ზაზა გახელაძისა და საოკუპაციო რეჟიმის სხვა ტყვეების გათავისუფლების ზუსტი თარიღის დასახელება არ შეუძლია, თუმცა ამ საკითხზე მარტში, ინციდენტებისა და მასზე რეაგირების მორიგ რაუნდზე იმსჯელებენ.
"ამ შემთხვევაში [გახელაძის] კონკრეტულ თარიღებზე საუბარი არის ძალიან ძნელი, დეტალები გახლავთ ის, რომ ვმუშაობთ საერთაშორისო პარტნიორებთან და ისინი თავის მხრივ ახორციელებენ კონკრეტულ ნაბიჯებს, ეს არის დიპლომატიური ძალისხმევა. მარტის შეხვედრაზე უკანონოდ დაკავებულ პირთა საკითხი კვლავ იქნება უმთავრესი."– ამბობს ირაკლი ანთაძე.
შეგახსენებთ, ზაზა გახელაძეს საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. სასამართლომ 5 თებერვალს, 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
მასალის გამოყენების პირობები






