"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია კიდევ ერთხელ ამბობს, რომ ის გირაოს გადახდას არ აპირებს.
"ერთხელ და სამუდამოდ გაიგეთ, ნიკა მელია არ იხდის უკანონოდ დაკისრებულ თანხას , მორჩა და გათავდა"- განაცხადა მელიამ.
პოლიტიკოსი მოუწოდებს საქართველოს ბანკს, რომელზეც სპეციალური ანგარიშია შექმნილი, არ დაუშვას სხვა რომელიმე მოქალაქის მიერ მისი გირაოს თანხის დაფარვა.
მელიას განმარტებით, იმისათვის, რომ ვინმემ მისი გირაო გადაიხადოს და საქართველოს ბანკის სპეციალურ ანგარიშზე ფული თანხა ჩარიცხოს, საჭიროა სპეციალური უნიკალური კოდი, რომელიც მას და მის ადვოკატს პროკურატურიდან არ გამოუთხოვიათ.
"ჩვენ არ მიგვიმართავს პროკურატურისთვის ამ მოთხოვნით, შესაბამისად, ეს კოდი არის უცნობი ყველასთვის... თუკი მოხდება შესაბამის ანგარიშზე, ჩემ სასარგებლოდ, გირაოს გადახდა. ეს იქნება ჩემი უფლებების შენახვა და მოგმართავთ თხოვნით, რომ ეს არის არა მხოლოდ უფლების დარღვევა, არამედ კანონის დარღვევაც. ამიტომ ამის მონაწილე, იმედია, არ გახდება ჩვენთვის საპატივცემულო საბანკო დაწესებულება"- განმარტავს მელია.
მისი თქმით, ორი დღეა სახელიფლებო მედია და "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული წყაროები ავრცელებენ ინფორმაციებს რომ არსებობს ადამიანი, რომელიც გირაოს თანხას გადაიხდის.
"ეს იქნებოდა სირცხვილი და დანაშაული, საკუთარ თავთან, პირველ რიგში", - ამბობს ის.
მასალის გამოყენების პირობები






