ამბობენ, რომ საპატრიარქო გრიგოლ კაციას მუშაობით ბოლომდე კმაყოფილი არ არის.
ამასთან, არსებული ინფორმაციით, სინოდის დღევანდელ სხდომაზე მეუფე პეტრე ცაავას საკითხზე იმსჯელეს.
არსებული ინფორმაციით, პეტრე ცაავას საკითხზე შეიქმნება სპეციალური კომისია, სადაც სავარაუდოდ მეუფე პეტრეს ბრალდებებს განიხილევენ. ექნება თუ არა დასჯილ სასულიერო პირს მოწმეების მიყვანის უფლება ეს ამ ეტაპზე უცნობია.
ამასთანავე წმინდა სინოდის წევრებმა დღეს დავით გარეჯის საკითხიც განიხილეს. რაც ცოტა ხნის წინ კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა დაადასტურა, თუმცა მაღალი იერარქი იქვე ამბობს, რომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა არავის უხსენებია - "ეს სახელი და გვარი ნახსენები არ ყოფილა" - ამბობს ის.
მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ აბა ალავერდელმა მოხსენება წაიკითხა, რომელიც სინოდის დადგენილებაში გამოქვეყნდება და ამ მოხსენებაში მეუფე ნიკოლოზის თქმით, მთლიანად გარეჯის ისტორიაა აღწერილი.
საპატრიარქოში სინოდის სხდომა რამდენიმე საათის წინ დასრულდა. სხდომას, რომელსაც თავმჯდომარე საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქი ხელმძღვანელობდა 35 სასულიერო პირი ესწრებოდა.
გაირკვა, რომ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი კარანტინშია. გავრცელებული ინფორმაციით, მის მძღოლს კორონავირუსი დაუდასტურდა. სწორედ ამიტომ მეუფე დღეს სინოდის სხდომას არ დაესწებია.
მასალის გამოყენების პირობები






