ეს შეცდომა იქნება - ერთჯერადობა არ არსებობს - ბოკერია "რესპუბლიკელებზე"
პოლიტიკა - 15:46, 11 Feb, 2021     791

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერების განცხადებას ეხმაურება და მიიჩნევს, რომ "თუნდაც ერთჯერადად პარლამენტში შესვლა შეცდომაა".

ბოკერიას განმარტებით, მნიშვნელოვანია თუ როგორი იქნება სისტემა და საარჩევნო რეგულაციები და ეს ასახულია ოპოზიციის მოთხოვნებში, თუმცა ამ ყველაფერს აზრი ეკარგება დამკვიდრებული პრაქტიკის ფონზე, როდესაც ძალაუფლების მქონე პარტია უგულებელყოფს დადგენილ წესებს.

„ ეს შეცდომა იქნება - ერთჯერადობა არ არსებობს. იმედი მაქვს, რომ ამ გადაწყვეტილებას არავინ მიიღებს. ჩემი აზრით, ამა თუ იმ ადამიანის სრულიად გულწრფელი მოტივებით, ეს არის სერიოზული შეცდომა.

სისტემის ცვლილებებს მნიშვნელობა აქვს, სისტემური ცვლილება ან ზრდის რისკებს დემოკრატიისთვის ქვეყანაში ან ამცირებს და ჩვენს შემთხვევაში პროპორციულობა და დაბალი ბარიერი ამცირებს რისკებს და ზრდის დემოკრატიისთვის შესაძლებლობებს. ამაზე ჩვენ ერთი პოზიცია გვაქვს, ოღონდ, ასევე, ოპოზიციის ერთიანი პოზიცია, რაც საერთო განცხადებაში დაფიქსირდა, მდგომარეობს შემდეგში: თუ მოსულა გაყალბება, რაც მოხდა წინა არჩევნებზე და თუ ეს გასდის იმას, ვისაც ძალაუფლება აქვს, სისტემური ცვლილებები კარგავს მნიშვნელობას, მხოლოდ ერთმანეთთან ერთობლიობაში აქვს ამას ეფექტი ანუ განა არ აქვს მნიშვნელობა საარჩევნო რეგულაციებს და ადმინისტრაციაში ფუნდამენტურ ცვლილებებს, აქვს კი არა, ერთ-ერთი ჩვენი საკვანძო მოთხოვნაა, განა არ აქვს მნიშვნელობა, სისტემა როგორ იქნება, პროპორციული სისტემა და ბუნებრივი ბარიერი, ესეც ჩვენს მოთხოვნებშია და ეს მნიშვნელოვანია, ოღონდ ცალკე აღებული ვერ ცვლის ვითარებას, თუკი ტრადიცია დამკვიდრდა და ვისაც ძალაუფლება აქვს, მოიპარავს არჩევნებს,“ - განაცხადა ბოკერიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42