"გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ნიკა მელიას მიმართ დაკავების შესახებ მუქარას ტვ პირველის ეთერში ეხმაურება და აცხადებს, რომ თუ ხელისუფლება ოპოზიციონერ ლიდერს დააპატიმრებს, მოლაპარაკებები ჩაიშლება. ხვიჩიას განცხადებით, ოცნება მოლაპრაკებებამდე მიმსავლელ ყველა გზას ბოლომდე იჭრის:
"ჩაიშლება მოლაპარაკების პროცესი, აზრი არ ექნება მოლაპარაკებას, თუ მელია ციხეში იქნება. ნიკა მელიას თუ დაიჭერ და ციხეში ჩასვამ, რა მოლაპარაკება უნდა გააგრძელო?
დაკავება მოლაპარაკების ჩაშლის საფუძველია. გასაგები იქნება, რომ მოლაპარაკება საბოლოოდ არ უნდა ქართულ ოცნებას და ჩაჭრა ბოლომდე გზები.
თუ მელიას დაიჭერენ, ყველა ადამიანს, რომელიც მე უნდა დავარწმუნო, რომ პარლამენტში შემოვიდეს, ჩემთან არგუმენტი ექნება, რომ სად შემოვიდე, კაცი დაიჭირეს, ამორალური იქნება", - აცხადებს ხვიჩია.
შეგახსენებთ, რომ 5 თებერვალს გირაოს გადაუხდელობის გამო ნიკა მელია პროკურატურაში დაიბარეს. როგორც ენმ-ს თავმჯდომარემ განაცხადა, უსამართლო სახელმწიფოს პირობებში ის გირაოს თანხის გადახდას არ აპირებს
მასალის გამოყენების პირობები






