რაში იღებენ ხელფასს და მშვიდად როგორ სძინავთ, ეს მაინტერესებს - ელისაშვილი სუს-ზე
პოლიტიკა - 14:21, 11 Feb, 2021     983

პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი სუს-ის მიერ უკანონო დაკავებებთან დაკავშირებულ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა. ელისაშვილის თქმით, სუს-ი შემაშფოთებელი განცხადებების კეთების ნაცვლად ქვეყანას უნდა იცავდეს, თუმცა სისტემა არაეფექტურია და ეს სამარცხვნო განცხადებაც ამის დასტურია:

„ბოდიშს ვიხდი სუს-თან, მაგრამ სუს-ი კი არ უნდა გმინავდეს და შეშფოთების განცხადებებს კი არ უნდა ავრცელებდეს, სუს-ი უნდა იცავდეს ამ ქვეყანას. ეს არის პრობლემა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ვერ უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებას. რაში იღებენ ხელფასს და მშვიდად როგორ სძინავთ, ეს მაინტერესებს. ძალიან არაეფექტური სისტემა და სტრუქტურაა, მარტო ოპონენტების თვალთვალი ეხერხებათ, მოსმენა და მიყურადება. სუს-ი რომ თავის სიმაღლეზე იყოს, ასეთ სამარცხვინო განცხადებას არ გაავრცელებდნენ. ოპონენტების პოლიტიკური განცხადებები კი არ აზიანებს თავდაცვის და უსაფრთხოების სისტემას, არამედ, სუს-ის არაეფექტურობა. ეს ქვეყანა არის დაუცველი იმიტომ, რომ ჩვენი უსაფრთხოების სისტემა აწყობილია ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების თვალთვალზე, მიყურადებაზე, შანტაჟზე და ჯანდაბაზე და არა იმაზე, რისთვისაც არსებობს უწყება“, - განაცხადა ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიის წარმომადგენელმა გიორგი საბედაშვილმა დღეს გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვითაც ნარატივი გახშირებული უკანონო დაკავებების შესახებ მცდარია. მისი თქმით, ასევე მდარია აღნიშნული ნარატივის დაკავშირება სახელმწიფოს მიერ ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით გატარებულ როგორც ზოგად, ისე უსაფრთხოების პოლიტიკასთან. საბედაშვილის განცხადებით,უკანონო დაკავებები, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი და ოკუპაციის სხვა თანმდევი შედეგები, წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი ძალის, პირდაპირ პასუხისმგებლობას და საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორცილებული უკანონო დაკავებები 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ფიქსირდება.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42