„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია მედიასთან გამოჩნდა და პარტიაში მიმდუნარე პროცესებზე ისაუბრა.
"არანაირი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პარტიას ვინმე მნიშვნელოვანი ფიგურა ტოვებს, არ მაქვს. საერთოდ, აქ არის დისკუსია სტრატეგიაზე, რომლის ნაწილიც არის სტრუქტურული ცვლილებები და ამ სტრატეგიის ნაწილი, ასევე, არის პერსონალური გადაწყვეტილებებიც"- აცხადებს ბოკერია.
მისი თქმით, პერსონალურ დონეზეც არ არის მიღებული რაიმე სახის საბოლოო გადაწყვეტილება.
„ჩვენ უკვე რამდენიმე კვირაა აქტიური დისკუსია გვაქვს პარტიის შიგნით ჩვენი პარტიის გეგმებზე, ბუნებრივია, იმ კონტექსტში, როგორ რთულ ვითარებაშიც არის მთელი ქვეყანა გაყალბებული არჩევნების შემდეგ და პოლიტიკური კრიზისის ფონზე. ეს ჩვეულებრივ ვითარებაშიც ასე იქნებოდა, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ფორმალურადაც და რეალურადაც არსებითად ყოველთვის, ყველა დემოკრატიული პარტია ასეთ დისკუსიას მართავს და ამ ვითარებაში, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ასეთი დისკუსიის გამართვა. არანაირი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პარტიას ვინმე მნიშვნელოვანი ფიგურა ტოვებს, არ მაქვს. საერთოდ, აქ არის დისკუსია სტრატეგიაზე, რომლის ნაწილიც არის სტრუქტურული ცვლილებები და ამ სტრატეგიის ნაწილი, ასევე, არის პერსონალური გადაწყვეტილებებიც. არც ერთი ასეთი გადაწყვეტილება ამ ეტაპზე მიღებული არ არის, საბოლოო. როგორც კი საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება, ბუნებრივია, საზოგადოებას და მათ შორის, მედიას ექნება ამის შესახებ ინფორმაცია. ბუნებრივია, სანამ გადაწყვეტილება მიღებული არ არის, წინასწარ ვერანაირ სპეკულაციას ვერ დავიწყებ ვერც ერთ პერსონალურ საკითხზე. ამაში არის დისკუსიის არსი, რომ, როდესაც მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება, მათ შორის, პერსონალურიც და გუნდურიც, მერე ხდება ამ ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისთვის,“ - განაცხადა ბოკერიამ.
მასალის გამოყენების პირობები






