მოძალადე დაშლიგინებს გარეთ და ბედნიერად – ბაია პატარაიას თქმით, საქართველოში სექსუალურ მოძალადეებს არ აკევებენ!
საზოგადოება - 12:44, 11 Feb, 2021     1098

დადასტურებით შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში სექსუალურ მოძალადეებს არ აკევებენ! ესაა ამ სახელმწიფოს პოლიტიკა! – ამის შესახებ ქალთა უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში წერს.

„სასამართლოს გამამტყუნებელ განაჩენამდე კაცის უდანაშაულობის სჯერა სისტემას მხოლოდ სქესობრივი დანაშაულის დროს. წელიწადზე მეტ ხანს გრძელდება ხოლმე პედოფილების და გამაუპატიურებლების საქმეების გამოძიება. მოძალადე დაშლიგინებს გარეთ და ბედნიერად, საცხოვრებელს იცვლის და იმალება – მსხვერპლი, ხშირად ბავშვი. ერთი რომ ჩაარტყას კაცმა ქალს, აღმკვეთს ითხოვს პროკურატურა, მაგრამ თუ გააუპატიურა – არავინ არაფერს არ ითხოვს!

უამრავი საქმე გვაქვს „საფარში“ სქესობრივ დანაშაულზე; ძალიან გვიჭირს, რომ ბრალის წაყენების ეტაპამდე მივიდეთ, ზოგჯერ პროკურორი იმაზეც კი გვეუბნება უარს, რომ სქესობრივი დანაშაულის მიმართულებით გამოიძიოს საქმე. სასამართლომდე მიღწევაც კი გვიჭირს. ჩვენ ყველა ასეთ მსხვერპლს ვთავაზობთ ფსიქოლოგიურ დახმარებას, რადგან სჭირდებათ. გული მტკივა, რომ ქობულეთის საქმე ჩვენამდე ვერ მოვიდა და ვერაფრით დავეხმარეთ ბავშვს“, – წერს პატარაია.

შეგახსენებთ, ქობულეთში 14 წლის გოგონა 24 წლის ბიჭმა რამდენიმე თვის წინ გააუპატიურა. ამ ამბის გახმაურების შემდეგ გოგონამ თავი მოიკლა.

ბრალდებული დაკავებულია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42