დიდი შეკრება საპატრიარქოში - თითქმის 1 წლის შემდეგ, სინოდი დღეს პირველად იკრიბება.
46 მღვდელთმსახური კორონავირუსის ეპიდემიასა და კორონავირუსის საყოველთაო ვაქცინაციაზე იმსჯელებენ.
საუბარი შეეხება ასსევე დავით გარეჯის საქმესაც.
"რა მოცემულობაც იქნება იმაზე ვიმსჯელებთ, იცოდეთ, არცერთი შეკითხვა არ დარჩება პასუხგაუცემელი. ჩემი პოზიცია არის, აი თვითონ ექიმებიც მსჯელობენ, მე, რასაკვირველია, ყველაფერი დადებითისკენ უნდა გადავდგა ნაბიჯი და ხალხს ყოველთვის უნდა მოვუწოდო იმისკენ, რომ ცხოვრება, როგორც სულიერი ისე მატერიალური ადამიანს ჰქონდეს ნორმალური, ამიტომ ის მსჯელობა როცა მიდის, ერთი მხარე ცოტა ეჭვობს, მეორე მხარე იძახის გინდა თუ არა, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ რადგან პროფესიონალები არ ვართ დავაცდით ექიმებს", - ამბობს, მეუფე მიქაელ გაბრიჭიძე, თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსი.
სინოდის სხდომის პარალალურად კი რელიგიის ექსპერტთა ასოციაციასკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს და იწუნნება, რომ დღევანდელ სხდომაზე პატრიარქის გადაყენების და მის ადგილას მეუფე შიოს დანიშვნის საკითხის განიხილავენ. რასაც საპატრიარქოში კატეგორიულად გამორივცავენ.
"პატრიარქს ვერავინ ვერ შეეხება ვერასდროს, პატრიარქი იქნება ყოველთვის, ყველაფერს გაიგებთ და პატრიარქს ვერავინ ვერ შეეხება", - თქვა მეუფე მელქისედეკი ხაჩიძემ, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა.
არ არის გამორიცხული დღეს მეუფე პეტრე ცაავას საკითხზეც ისაუბრონ.
სხდომის პარალელურად ე.წ. ციანიდის სამეზე მჯავრდებულის ოჯახი აქციას მართავს. თორნიკე მამალაძე უკვე საპატრიარქოსთანაა.
მასალის გამოყენების პირობები






