თითქმის ერთწლიანი შეზღუდვის შემდეგ, დღეიდან ენგურის ხიდი იხსნება და ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით გადაადგილება აღდგება - აღნიშნულ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
"თითქმის ერთწლიანი შეზღუდვის შემდეგ, ცალკეული რეგულაციების გამოყენებით, აღდგა გადაადგილება საოკუპაციო ხაზზე ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით აღნიშნული წარმოადგენს უკიდურესად მნიშვნელოვან პოზიტიურ ცვლილებას. აღნიშნული ფაქტი, ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს, შესაძლებლობას მისცემს კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციების დაცვით გადმოვიდნენ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, მოინახულონ საკუთარი ოჯახის წევრები და ნათესავები და ისარგებლონ ცალკეული სიკეთეებით რასაც სახელმწიფო მათ სთავაზობთ," – ნათქვამია ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები






