ევროპულ საქართველოს წესების მიხედვით, ვალდებულება გვაქვს გადავხედოთ როგორც პარტიის სტრუქტურულ წყობას, ასევე პოლიტიკური საბჭოს პერსონალურ შემადგენლობას - გოგორიშვილი
პოლიტიკა - 11:19, 11 Feb, 2021     784

ევროპული საქართველოს წევრი, ხათუნა გოგორიშვილი, ევროპულ საქართველოში მიმდინარე სტრუქტურულ ცვლილებებს ეხმაურება.

გოგორიშვილის თქმით, ევროპულ საქართველოს აქვს ვალდებულება, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გადახედოს როგორც პარტიის სტრუქტურულ შემადგენლობას, ისე პოლიტიკური საბჭოს პერსონალურ შემადგენლობას.

გოგორიშვილმა აღნიშნა, რომ მისი ინფორმაციით პარტიიდან წავსლას არავინ არ აპირებს, ხოლო მეტი ინფორმაცია საზოგადობას რამდენიმე დღეში ეცოდინება, მას შემდეგ, რაც პარტიის პოლიტსაბჭოს შემადგენლობა შეიკრიბება.

„მინდა გითხრათ, რომ ნამდვილად არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, ევროპულ საქართველოს წესების მიხედვით,ვალდებულება გვაქვს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გადავხედოთ როგორც სტრუქტურულ წყობას პარტიის, ასევე პოლიტიკური საბჭოს პერსონალურ შემოადგენლობას. პირდაპირ წერია, რომ გამომდინარე საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან მოხდება გადახედვა, თუ ვინ იქნება პოლიტსაბჭოში და ვინ არ იქნება.

თუმცა, ეს არ არის პერსონალიებთან დაკავშირებული, ეს დაკავშირებულია იმ კონკრეტულ შედეგებთან, რომელიც დაიდო ამა თუ იმ რაიონში და აქედან გამომდინარე იქნება მიღებული გადაწყვეტილებები რაიონული ორგანიზაციების თავჯდომარეებთან დაკავშირებით.

ჩვენ, მოგეხსენებათ, რომ ყოველთვის ვადგენთ წესებს ნებისმიერი არჩევნების დროს და როგორც ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებზე, ისე საპარლამენტო არჩევებზეც დავდეთ კონკრეტული წესი, ევროპული საქართველო არის პარტია, რომელიც თავის წესდებას სცემს პირველ რიგში პატივს და ამომრჩეველს სცემს პატივს, რადგან, როდესაც ორგანიზაციას აქვს მეტი ნდობა, მის მიმართ დამოკიდებულება სხვანაირი უნდა იყოს, რაიონულ ორგანიზაციებს ვგულისხმობ, როდესაც ნაკლები ნდობაა, დამოკიდებულებაც სხვანაირი უნდა იყოს.

რაც შეეხება კონკრეტულ პერსონალიებს და კონკრეტულად ლიდერების საკითხებს, მინდა გითხრათ, რომ ჩემი ინფორმაციით არავინ არსად წასვლას არ აპირებს, რადგან მე ველაპარაკე მათ, კონკრეტულად რა და როგორ, როგორ შეიცვლება, რა ახალი თანამდებობა იქნება ან არ იქნება, რამდენიმე დღეში გვექნება პოლიტსაბჭო და საზოგადოებისთვის ყველაფერი გახდება ცნობილი.“ - განაცხადა გოგორიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42