დღეს გიორგი შაქარაშვილი 20 წლის გახდებოდა - ფეხბურთელის და , ანი შაქარაშვილი, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
"გილოცავ შენს მე-20-ე დაბადების დღეს იმიერ საქართველოში“, - წერს ანა შაქარაშვილი.
აღსანიშნავია, რომ ანის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს ბევრი მოწონება და კომენტარი მოჰყვა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ შაქარაშვილი მთელი საქართველოს ტრაგედიაა:
"ჩემო ციფერთვალება გვენატრები, უშენოდ არაფერს ფასი არ აქვს“;
"გვიყვარხართ"
"გიო გვაკლიხარ“ - წერენ შაქარაშვილის ახლობლები.
შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 19 წლის ფეხბურთელი ასფიქსიით, ანუ წყალში დახრჩობით გარდაიცვალა. სხეულზე დაფიქსირებული დაზიანებები კი მას სიკვდილამდე 10-20 წუთით ადრე აქვს მიყენებული.
მასალის გამოყენების პირობები






