მსახიობი გოგა ბარბაქაძე ჟურნალ „სარკესთან“ ამბობს, რომ სერიალი „დიდი ოჯახი“ , სადაც ის ერთ-ერთ მთვარ როლს ასრულებდა დაიხურა, ხოლო მსახიობებს ვალებით უწევთ ცხოვრება.
„ჩვენი პროფესიის ადამიანთა ყოფა განსაკუთრებით რთულია. მაღაზიებმა ასე თუ ისე იმუშავეს და ჩვენ ძალიან რთულად გვაქვს საქმე. ერთი წელია, მაყურებლის წინაშე ვერ წარვდექით. ჩვენი საქმე მხოლოდ ეს არის, სხვა არაფერი არსებობს ჩვენთვის – ბიზნესი ჩვენ არ გვაქვს და არაფერი. სცენაზე დგომაა ჩვენი საქმე და ესეც წაგვართვა ამ კოვიდმა.
სახელმწიფო თეატრების მსახიობებს მაინც გვაქვს ხელფასი, მაგრამ არის თეატრები, რომლებსაც სახელმწიფოსგან დაფინანსება არ აქვთ და საკმაოდ ბევრია ასეთი მსახიობი. ჩვენ მოჭრილი ხელფასი გვაქვს თეატრიდან და ასე თუ ისე გაგვიმართლა. ჩემი სხვა კოლეგები ბევრად რთულ მდგომარეობაში არიან, სულ ვალები აქვთ, პურს ვალით ყიდულობენ.მეც მაქვს ვალი. არ მეგულება ოჯახი, ვისაც ვალი არ აქვს, მით უმეტეს, ჩვენი პროფესიის ადამიანს. ბანკის ვალი გვაქვს ჩვენც“, – ამბობს მსახიობი.
მასალის გამოყენების პირობები






