ლევან იოსელიანმა და მისმა ძამა მილიონები მიითვისეს ლარსი-ჰესიდან. მათი მეშეობით თერგი გაქრა და გრიგოლ ორბელიანის „თერგი რბის თერგი ღრიალებს“, დღეს მოგონებად დარჩა - ეს განცხადება შალვა ნათელაშვილმა ტვ პირველის ეთერში გააკეთა.
მოულოდნელი დებატების დროს, ალეკო ელისაშვილის პარტიის პარლამენტში შესვლას ლეიბლორისტების ლიდერმა ხალხით ვაჭრობა და უსინდისობა უწოდა, ხოლო ელისაშვილის თანაპარტიელს ლევან იოსელიანს ლარსი ჰესის მშენელბობაში ფინანსური ინტერესები შეახსენა. ნათელაშვილი ამბობს, რომ ლევან იოსელიანმა და მისმა ძმამ, ყოფილი მინისტირის ალავიძის ხელშეწყობით ააშენეს ჰესი, რომლის დირექრტორიც იოსელიანის ძმა დღესაც არის.
ლევან იოსელიანმა დირექტორის პოზიციაზე მისი ძის ყოფნა დაადასრტურა, თუმცა არა ლარსიჰესის, არამედ დარიალ ჰესის.
ნათელაშვილმა იოსელიანს მილიონების მითვისებაში დასდო ბრალი და აღნიშნა, რომ ეს ძალა არის ხელისუფლებასთან გარიგებული.
„ეს გააკეთეს მათ ხელისუფლების დავალებით. სამარცხვინოა მათი მოქმდება, გამობრძანდნენ პარლამენტიდან და ნუ ვაჭრობენ ჩვენი ხალხის ბედით. ეს არის უპასუხისმგებლობა, მათ საქმეებზე მოხდება საქმის აღძვრა და ეს ძალიან კარგად არის ჩემთვის ცნობილი. რომ არ ვამბობდით და დიპლომატიურად ვიქცეოდით, ეს არ ნიშნავს რომ არ ვიცი. ეს არის დანაშაული...
არ თქვას იოისელიანმა რომ ლაერსი ჰესი მისი და მისი ძმის აშენებული არ არის და ალავიძემ მიოლიონები არ მისცა?“ - მიმართა ნათელაშვილმა იოსელიანს.
იოსელიანი: ლარსი ჰესი არ ჰყოფილა არასოდეს ჩვენი... ჩემი ძმა დღესაც არის დარიალი ჰესის დირექრტორი... ეს სულ სხვა ჰესია.
ნათელაშვილი: არ მითხრა ეხლა, რომ თქვენი ძმა თქვენი ოჯახის წევრი არ არის... ჩემი პოჯახის წევრები უნმუშევრები არიან იმიტომ, რომ მე ოპოზიციაში ვარ...
იოსელიანი: ჩემი ძმის საქმიანობას არანაირი კავშირის არ აქვს პოლიტიკასთან...
ნათელაშვილი: პირდაპირი კავშირი აქვს...
იოსელიანი: პოლიტიკურ ვაჭრობაზე საუბარი თქვენგან ძალიან უხერხულია... თქვენ რომ ანმაზე მელაპარაკებით...
შალვა ნათელაშვილმა იოსელიანს მოუწოდა, გამოვიდნენ პარლამენტიდან და ნუ ვაჭრობენ ოპოზიციის სახელით.
„განმოდით იმ აპრლამენტიდან და ნუ ვაჭრობთ მთელი ოპოზიციის სახელით ... რომ მახვედრებდით ამ ბარტობნს უნდა გეთქვათ, ამათთან დებატებს რა უნდა მაგრამ არ მინდა ამათ დონეზე დავეშვე... ხომ დაადასტურა რომ დარიალი ამშენებლები არიან და თერგი გადაყლაპეს და როგორ გადაყლაპავენ მთელ საქართველოს ნახავთ, თუ მივუშით“ - განაცხსადა ლეიბორისტების ლიდერმა.
მასალის გამოყენების პირობები






