"რესპუბლიკურმა პარტიამ უნდა გადაწყვიტოს, უღირს თუ არა ივანიშვილზე ამის შერჩენა... არავინ ჭამოს ეს საკენკი... წინა არჩევნებიც უბარიეროდ ჩატარდა და მომდევნო ისედაც პროპორციული იქნება" - ჩერგოლეიშვილი
პოლიტიკა - 19:10, 10 Feb, 2021     959
"ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი, რესპუბლიკელების განცხადებას ეხმაურება.

საუბარია პარტიის თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა, რომ რომ ის და თამარ კორძაია უბარიერო პროპორციული არჩევნების კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებენ, თუმცა პარლამენტში შესვლას არ აპირებენ. ჩერგოლეიშვილი განმარტავს, რომ რომ წინა არჩევნებიც უბარიერო სისტემით ჩატარდა. მისივე თქმით, რესპუბლიკურმა პარტიამ უბრალოდ უნდა გადაწყვიტოს უღირს თუ არა ბიძინა ივანიშვილზე ყველაფრის შერჩენა.

"ბუნებრივია საარჩევნო სისტემა მნიშვნელოვანია. პრობლემა იმაშია, რომ ერთია საარჩევნო სისტემა, მეორე რამდენად სრულდება ეს საარჩევნო სისტემა. რესპუბლიკურ პარტიას იმედია ახსოვს, რომ წინა არჩევნებიც უბარიერო სისტემით ჩატარდა. თუ არ არსებობს პოლიტიკური ნება, რომ არჩევნები ჩატარდეს ნორმალურად და ხელისუფლება არ გაღორდეს და არ დაიწყოს ხმების მოპარვა, ეს სისტემა მხოლოდ საკმარისი არ არის. აქედან გამომდინარე რესპუბლიკურმა პარტიამ უბრალოდ უნდა გადაწყვიტოს უღირს თუ არა ბიძინა ივანიშვილზე ამ ყველაფრის შერჩენა, ამ უსაქციელობის შერჩენა, იმან რომ თავი იმართლოს ამ ბარიერით მით უმეტეს, როდესაც ჩატარებულია უკვე უბარიეროდ და ამ სისტემაშიც კი რესპუბლიკელები ისევ დიდი პარტიის ნაწილად მოიაზრება... ჩვენ ვერ შავასაღებთ ამ ცვლილებას, იმიტომ რომ შედეგი არჩევნები ისედაც პროპორციულად უნდა ჩატარდეს, აქ მხოლოდ უბარიეროს დათმობაზეა ლაპარაკი, არავინ ჭამოს ეს საკენკი როსედაც სრულად პროპორციულად ტარდება და ზუსტად პროპორციულ ნაწილში, რის გამოც მერე ზუსტად მაჟორიტარულში 17 ადგილას არც ჩატარდა არჩევნები და შესაბამისად ის 30 მაჟორიტარი უკვე არალეგიტიმურადაა პარლამენტში... ნდობის კრიზისი არ უნდა გვქონდეს ამომრჩეველთან“ - აცხადებს ჩერგოლეიშვილი.

ტაბულას რედაქტორი ვარაუდობს, რომ რესპუბლიკელებს უბრალოდ პარლამენტში შესვლა სურთ.

„მაშინაც ეტყობოდათ ყოყმანი, რომ პარლამენტში შესვლა უნდათ...არ ვიცით იმის ილუზია საიდან გაუჩნდათ რომ კენჭისყრაში მონაწილეობა ლეგიტიმაცია არ არის პარლამენტში, მიკვირს ეს..." - ამბობს თამარ ჩერგოლეიშვილი.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42