"როცა გვესმის მეორე მხრიდან, რომ ჩვენ მზად ვართ, ვისაუბროთ ბუნებრივი ბარიერით პროპორციულ სისტემაზე, იმ შემთხვევაში თუ სხვა პარტიები მზად იქნებიან, რომ შემოვიდნენ პარლამენტში და დისკუსია გამართონ, აქ მინდა, მათ მივმართო, რომ წინაპირობებით არ უნდა ელაპარაკებოდეს ხელისუფლება დღეს ოპოზიციას.
თუ ხელისუფლება ბედავს და მზად არის, შემოგვთავაზოს ჩვენ ბუნებრივი ბარიერით პროპორციული სისტემა და დაარეგისტრირებს ამ კანონპროექტს, ჩვენ, რესპუბლიკელები, მზად ვართ, ამ კანონპროექტის კენჭისყრის დროს 3 მოსმენით, მხარი დავუჭიროთ და მივიღოთ კენჭისყრაში მონაწილეობა.
დარწმუნებული ვარ, ოპოზიციიდან კოლეგები გაითვალისწინებ ამ რეალობას, რომ ამით ჩვენ ქართულ ოცნებას უნდა შევუტიოთ" - განაცხადა სამნიძემ.
როგორც ის განმარტავს, რესპუბლიკური პარტია საერთო ოპოზიციური შეთანხმების ერთგული რჩება და კვლავ თანახმაა, მათ მანდატები გაუუქმონ.
შეგახსენებთ, მამუკა მდინარაძემ გუშინ განაცხადა, რომ მმართველი პარტია მზადაა, განიხილოს უბარიერო საარჩევნო სისტემა, თუმცა, ნებისმიერ გადაწყვეტილებას სჭირდება მყარი არგუმენტაცია.
მასალის გამოყენების პირობები






