გირაოს თანხას მეორედ თუ გადავიხდი, ხვალ მესამედ მომთხოვენ, ზეგ მეოთხედ... ბრძოლა და მორჩილება კი შეუთავსებელია! - ნიკა მელია
პოლიტიკა - 16:49, 10 Feb, 2021     863

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს ავრცელებს, სადაც წერს, რომ არ აპირებს გაუთავებელ სამართლებრივ ლაბირინთში შეყოლას. მისი თქმით, თუ გირაოს თანხას მეორედ გადაიხდის, მესამედაც და მეოთხედაც მოსთხოვენ, ბრძოლა და ორჩილება კი ერთმანეთისთვის შეუთავსებელია:

"20 ივნისის მოვლენების დროს სიმართლის ხაზი გადიოდა პარლამენტის პერიმეტრზე.

გარეთ აღშფოთებული პატრიოტები იდგნენ და იცავდნენ ქვეყანას, შენობის შიგნით კი მყოფი კობახიძე-გავრილოვი შეურაცხყოფას აყენებდნენ ქართულ სახელმწიფოებრიობას.

პარლამენტს გარეთ მყოფი ხალხის სიმართლე აღიარა თავად ხელისუფლებამ და პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად, თანამდებობიდან გადადგომა მოუწია მაშინდელ პარლამენტის თავმჯდომარეს და მივიღეთ პროპორციული არჩევნების დაპირება.

მიუხედავად ამისა, მაშინ ოცნებამ გადაგვაგდო, უკან წაიღეს პროპორციული სისტემის დაპირება და ჩემი და სხვა ადამიანების წინააღდეგ რამდენიმე კვირაში დაიწყო პოლიტიკური დევნა.

მიუხედავად ამისა, ხალხის ნების გამოხატვის მოლოდინში , რომ სახელმწიფო ინსტიტუტები 2020 წლის არჩევნების შედეგად დაიბრუნებდნენ ლეგიტიმაციას, მოთმინებით ველოდი საპარლამენტო არჩევნებს

თუმცა, 2020 წლის არჩევნებზე ჩვენ ვიხილეთ არა სახელმწიფო ინტიტუტების ლეგიტიმაციის დაბრუნება, არამედ არჩევნების ტოტალურად გაყალბება და ქართული ოცნების მიერ ძალაუფლების სრული უზურპაცია, უსამართლობასთან ბრძოლის ახალი ეტაპიც ზუსტად ამ დროს დადგა.

ამიტომ, 1 ნოემბერის აქციაზე საჯაროდ მოვისროლე სამაჯური და მას შემდეგ კიდევ უფრო მეტად ვარ ჩაბმული უკომპრომისო ბრძოლაში. არც მე და არც მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა არ ვაღიარებთ არალეგიტიმურ პარლამენტს.

სრული აბსურდია გირაოს გირაოთი დამძიმება - ეს არის მთლიანად უკანონო და არალეგიტიმური, იურიდიული აბდაუბდა, რომელიც დღემდე არავის წინააღმდეგ არ გამოყენებულა და პირველად ჩემს წინააღმდეგ იყენებენ.

მეორედ თუ გადავიხდი, ხვალ მესამედ მომთხოვენ, ზეგ მეოთხედ...

ბრძოლა და მორჩილება კი შეუთავსებელია!

მე აღარ ვაპირებ ამ გაუთავებელ “სამართლებრივ” ლაბირინთებში შეყოლას, მაშინ როდესაც ვიცი რომ ვარ მართალი და ვიცი რომ ჩემს წინააღდეგ მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა. მე არ გადავიხდი გირაოს და არავის აქვს უფლება გადაიხადოს გირაო ჩემს მაგივრად!

გირაოს გადახდისთვის საბანკო ანგარიშის გარდა აუცილებელია სპეციალური საიდენტიფიკაციო კოდი, რომელსაც გასცემს პროკურატურა მხოლოდ ბრალდებულზე, ან მის ადვოკატზე. არც მე, არც ჩემს ადვოკატს არანაირი ასეთი კოდი არ მოგვითხოვია და არც მოუციათ და შესაბამისად, თუკი ვინმე ჩემს მაგივრად გადაიხდის გირაოს თანხას, წინასწარ ვაცხადებ, ეს იქნება პროკურატურის და ამ ხელისუფლების მორიგი ბინძური მაქინაცია.

ვიცი, რომ ჩვენი ბრძოლა სამართლიანია, ვიცი რომ ამ ბრძოლაში მართალი ვარ! და ზუსტად ვიცი, რომ გავიმარჯვებთ, რადგან სხვა გზა არც გვაქვს!

არ გადავიხდი, ვერ დამიჭერთ !" - წერს მელია ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42