"პარლამენტის ვიცე სპიკერს ეკუთვნის: სახელმწიფო ავტომანქანა; დაცვა; 700 ლიტრი ბენზინი; რამდენიმე ასეული ლარი სატელეფონო თანხა. ლევანმა [იოსელიანი] რა თქმა უნდა ამ პრივილეგიებზე უარი თქვა! შეგიძლიათ ნებისმიერმა გადაამოწმოთ ეს. მე, როგორც რიგითმა დეპუტატმა მხოლოდ სატელეფონო თანხაზე ვთქვი უარი, სხვა ფუფუნება არც მეკუთვნოდა. ასე რომ გვინდა იცოდეთ - ჩვენ პარლამენტში ხალხის სამსახურისთვის ვართ და არა პრივილეგიებისთვის!!!"- დაწერა მან "ფეისბუქში".
ცნობისთვის, ელისაშვილი თანაპარტიელის, ლევან იოსელიანის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ არ აპირებს ვიცე-სპიკერის პრივილეგიებით სარგებლობას, კერძოდ, მანქანით, ბენზინით, სატელეფონო ხარჯით და ა.შ.
"როდესაც მივედი [პარლამენტში], ოპოზიციის კვოტით გვერგო ჩვენ ეს თანამდებობა [ვიცესპიკერობა], მაგრამ ამის შემდეგ დავინახე, რამდენი პრივილეგიები მოჰყვება ამ თანამდებობას: მანქანა, მძღოლი, ბენზინი, ტელეფონის ხარჯი და ა.შ. და მივხვდი, რომ ეს ყველაფერი მე არ მჭირდება, იმიტომ, რომ მე ამისთვის იქ არ მოვსულვარ.
არ მჭირდება იმიტომ, რომ ამის გარეშე შემიძლია გავაკეთო ის, რის გაკეთებასაც იქ ვაპირებ. პრივილეგიებით სარგებლობას არ ვაპირებ. მიმაჩნია, რომ ამ ქვეყანაში, სადაც უამრავი პრობლემა არის, სადაც ადამიანები უბრალოდ შიმშილის ზღვარზე არიან და პანდემიის გამო ასეთ სიტუაციაშია ეკონომიკა, ჩემი ამ პრივილეგიებით სარგებლობა, უბრალოდ, უხერხული იქნება.
მე ვცხოვრობ საბურთალოზე, იმისთვის, რომ მივიდე რუსთაველის გამზირზე, არ მჭირდება მანქანა და მით უმეტეს, მძღოლი, მე თვითონაც ვმართავ მანქანას, მანქანის გარდა მყავს სკუტერი და თქვენ წარმოიდგინეთ, ცხენიც, ასე რომ, გადაადგილების პრობლემა არ მაქვს"- აცხადებს იოსელიანი.
მასალის გამოყენების პირობები






