თბილისის საქალაქო სასამართლოში კარტოგრაფების საქმის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.
სხდომის დაწყებამდე ივერი მელაშვილმა მედიასთან კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, მათ მიმართ წარდგენილი ბრალი აბსურდულია.
„რა თქმა უნდა, განხილული გვაქვს ბრალდების ყველა პუნქტი და შემიძლია ვთქვა ის, რომ მეც და ნატალია ილიჩოვაც აბსოლუტურად უდანაშაულო ვართ მაგ ბრალდებაში. შესაბამისად, არ ვიცი როგორ გასტანს სასამართლო, თავის წესი და რიგი აქვს, შესაბამისად, ყველანაირად ვეცდებით და მე მგონი, რომ სიმართლე გაიმარჯვებს. ნამდვილად უდანაშაულოები ვართ იმ ბრალდებაში, რაც წარდგენილი გვაქვს. პუნქტობრივად აქვთ ჩამოთვლილი რაღაც ბრალდებები, ყველა ბრალდება მიგვაჩნია, რომ არის აბსურდული, არარსებული ბრალდება. სიმართლე, რომ გითხრათ, მოლოდინი დიდი ხანია იმისი მაქვს, რომ, ალბათ, უდანაშაულოდ უნდა გვცნოს სასამართლომ. თავიდანვე ბრალდება მიმაჩნდა უსაფუძვლოდ, ახლაც ასეა, თუმცა იცით, რომ ციხეშიც ვიყავით და სასამართლო პროცესი მიმდინარეობს ახლა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ წერტილი დაესმება ადრე თუ გვიან ყველაფერს,“- განაცხადა ივერი მელაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






