უნდა დავრწმუნდეთ, რომ შავ ზღვაში არ იყოს მხოლოდ ერთი ქვეყნის, რუსეთის დომინანტობა - იენს სტოლტენბერგის ღია მხარდაჭერა საქართველოს
პოლიტიკა - 13:45, 10 Feb, 2021     1061
ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის კარი ღიაა საქართველოსთვის - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა უკრაინის პრემიერ-მინისტრთან, დენის შმიგალთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

მისი თქმით, შავი ზღვა ნატო-სთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა.

„ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ შავი ზღვა ნატო-სა და ნატო-ს მოკავშირეებისთვის, ასევე ჩვენი ზღვისპირა წევრებისთვის თურქეთისთვის, ბულგარეთის, რუმინეთისთვის სტრატეგიულ მნიშვნელობისაა და ამ რეგიონში გვყავს ორი ახლო და ძალიან ღირებული პარტნიორი, უკრაინა და საქართველო. ამავე დროს, ჩვენ ვხედავთ შავ ზღვაზე რუსეთის მნიშვნელოვან გაძლიერებას, რაც გამომდინარეობს ყირიმის უკანონო ანექსიიდან და ასევე მიმდინარე წელს რუსეთის საზღვაო ძალების რაოდენობის გაზრდით. ნატო აძლიერებს საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერას, მათ შორის, მათი საზღვაო ძალების დახმარებით. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ შავ ზღვაში არ იყოს მხოლოდ ერთი ქვეყნის, კერძოდ, რუსეთის დომინანტობა“.- განაცხადა სტოლტენბერგმა.

დენის შმიგალის თქმით კი უკრაინას ნატო-ს წევრობის სამოქმედო გეგმის მიღება საქართველოსთან ერთად სურს.

"ჩვენ გვინდა, არ ჩამოვრჩეთ საქართველოს და მივიღოთ საქართველოსთან ერთად მაპ-ი და ამაზე აქტიურად ვმუშაობთ. მიმაჩნია, რომ ჩვენი შეხვედრა არის საკმაოდ პოზიტიური და მნიშვნელოვანი სიმბოლური გზავნილი და იმედისმომცემი".- განაცხადა უკრაინის პრემიერმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42