ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ტელეკომპანია იმედის ეთერში ენმ-ს თავმჯდომარის ნიკა მელიას გირაოს შესახებ პროკურატურის გაფრთხილებასა და მელიას პასუხს გამოეხმაურა. მისი ვარაუდით, ოპოზიციონერი ლიდერი უკან დაიხევს და გირაის თანხას გადაიხდის, რადგან ფიქრობს, რომ ნიკა მელიას არ ეყოფა გამბედაობა:
"მე მგონია, რომ ნიკა მელია თავის სიტყვას უკან წაიღებს. არ მგონია, რომელიმე ნაცმოძრაობის წევრს იმის გამბედაობა ეყოს, რომ ფსევდოგმირობა ჩაიდინოს. დღეს რამდენიმე ინტერვიუ ვნახე და გამეღიმა ამაზე - ნაცი და გმირი არ გაიშვა, მართლა რომ იტყვიან, რა. მე დარწმუნებული, რომ ნიკა მელია გადაიხდის გირაო" - განაცხადა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ 1 ნოემბერს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ნიკა მელიას ელექტროსამაჯურის მოხსნის გამო სასამართლომ 40 ათას ლარიანი გირაოს თანხა დააკისრა, თუმცა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ იმ ქვეყანაში, სადაც უსამართლობაა გაბატონებული და სასამართლო მურუსიძე-ჩინჩალაძს ხელშია, გირაოს თანხის გადახდას არ აპირებს.
მასალის გამოყენების პირობები






