"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ვიდრე მმართველი პარტია ჩათვლის რომ საქართველოს დემოკრატიის ინტერესებშია ის, რომ 150 დეპუტატის მანდატი იყოს მოქმედი პარლამენტში, ეს ასეც დარჩება.
მისი თქმით, "ქართულმა ოცნებამ", როგორც პასუხისმგებლიანმა გუნდმა დატოვა კარი ღია იმისათვის, რათა ოპოზიციამ გაიაზროს კიდევ ერთხელ საკუთარი პასუხისმგებლობა.
"რატომ არ გავაუქმეთ მანდატები? იმიტომ რომ ამ გადაწყვეტილებით "ქართულმა ოცნებამ", როგორც პასუხისმგებლიანმა გუნდმა დატოვა კარი ღია იმისათვის, რათა ოპოზიციამ გაიაზროს კიდევ ერთხელ საკუთარი პასუხისმგებლობა, ეს შეიძლება არ მოხდეს ორშაბათს, მაგრამ ეს აუცილებლად მოხდება გარკვეული პერიოდის შემდეგ.
რამდენჯერაც არ უნდა მოგვმართონ, სანამ ჩვენ ჩავთვლით, რომ საქართველოს, ჩვენი საზოგადოების და ჩვენი დემოკრატიის ინტერესებში არის ის, რომ 150 დეპუტატის მანდატი იყოს მოქმედი პარლამენტში, ჩვენ ამას დავტოვებთ მოქმედს," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ "ღამის კურიერში".
მასალის გამოყენების პირობები






