"ქალაქის უსაყვარლესი ადამიანი შეეწირა ამ ტესტებს...“ - PCR ტესტის მცდარი პასუხები და კითხვები გამყრელიძე-ცერცვაძეს
პოლიტიკა - 20:10, 09 Feb, 2021     12778
რატომ ცდება PCR ტესტი და ვის ეკუთვნის პასუხისმგებლობა ტესტების ვარგისიანობაზე? - პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი გენერალურ პროკურატურას მიმართავს და კონკრეტული ფაქტებით დაინტერესებას სთხოვს. დავით ჭიჭინაძეს კითხვები აქვს ამირან გამყრელიძესა და თენგიზ ცერცვაძესთან და ამბობს, რომ „ისინი მოასხდნენ მონოპოლიურად ყველა თემას ქვეყანაში და მათ გარეშე არანაირი გადაწყვეტილებას არ იღებენ“.


„ჩემი უახლოესი მეგობარი, ქალაქის ერთ-ერთი უსაყვარლესი ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით...

უფრო სწორედ შეეწირა იმ გაუგებარ ტესტებს, რომელიც საქართველოში შემოდის.

მისი ოჯახის წევრებს ჰქონდათ დადასტურებული კოვიდი,

თავადაც ორჯერ გაიკეთა ე.წ. PCR ტესტი, მაგრამ ორივე პასუხი იყო უარყოფითი და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დამძიმდა, ამ ადამიანს კოვიდის შესაბამისი პროტოკოლით არ უმკურნალეს და შედეგიც უმძიმესი დადგა...

ამიტომ, როდესაც თენგიზ ცერცვაძე ბევრი ბელეტრისტიკის შემდეგ კითხულობს, „საინტერესოა ბ-ნი დავითი ჩვენთვის პატიმრობას მოითხოვს, თუ გირაოსო“,

მოკლედ და კონკრეტულად ვუპასუხებ:

ერთი ადამიანის გარდაცვალებაც კი დანაშაულია!

იმის გამო, რომ არსებობს კონკრეტული შემთხვევები, რომლებიც ადამიანების გარდაცვალებით დასრულდა, აუცილებლად მივმართავ გენერალურ პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება ტესტებთან დაკავშირებით!

კონკრეტული კითხვები არსებობს ამ მუშკეტერებად წოდებულ სამეულთან მიმართებაში, რადგან ყველასთვის ცნობილია, რომ სწორედ ისინი მოასხდნენ მონოპოლიურად ყველა თემას ქვეყანაში და მათ გარეშე არანაირი გადაწყვეტილებას არ იღებენ.

პასუხი გაგვცეს შესაბამისმა უწყებამ, სად რას ვყიდულობთ, რა ხარისხის, რამდენად ეფექტურს...?!

წინააღმდეგ შემთხვევაში გვაქვს ფაქტი, რომ სახელმწიფომ ადამიანები უბრალოდ გაწირა თავისი და კონკრეტული ჯგუფების ინტერესების გამო!

ასევე ძალიან საიტერესეოა, თავად პრივილეგირებულთა კლასტერმა, თავად გამყრელუძეებმა და ცერცვაძემ რომელი ტესტებით დაიდგინეს კოვიდი, თუ პირადი გარემოცვისთვის ცალკე ტესტები აქვთ ჩამოტანილი და „ჩვეულებრივი ადამიანებისთვის“ ცალკე?!

მოკლედ, უამრავი ფაქტი გვაქვს უკვე დადასტურებული და მალე გავასაჯაროვებთ.

პასუხის გაცემა კი ბევრს მოუწევს!“ - წერს დავით ჭიჭინაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42