რამდენად ეფექტურად იმუშავა „ქართული ოცნების“ მთავრობამ და რა ელის ქვეყანას უახლოესი თვეების განმავლობაში.
დასკვნაში ვკითხულობთ: „არ არსებობს გრძელვადიანი სტრატეგია, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებს და წარმოადგენს სექტორის განვითარების შესაძლო სცენარებს“
IDFI-ის მიერ ენერგოსისტემაში არსებული ვითარების ანალიზი მომზადდა, სადაც ნათქვამია, რომ აფხაზეთში მოხმარებული ელ.ენერგია 3.3-ჯერ აჭარბებს დანარჩენ საქართველოში მოხმარებულს.
„COVID-19 პანდემიამ მკვეთრად შეამცირა ელ. ენერგიის მოხმარება, (-10.3% წ.წ.)2020 წელს. რაც შემცირებული ეკონომიკური აქტივობით, მსხვილი კრიპტომწარმოებლების მოხმარების შემცირებით და თითქმის განულებული ტურიზმით შეიძლება აიხსნას. შემცირებამ -5.7% შეადგინა აფხაზეთის გაზრდილი ელ. ენერგიის მოხმარების გათვალისწინებით.
აფხაზეთის მზარდმა ენერგომოხმარებამ ენგურჰესის გენერაციის 93% შეადგინა და აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობის ერთ სულზე მოხმარება 3.3-ჯერ აჭარბებს მოხმარებას დანარჩენ საქართველოში. 2020 წელს წ.წ. +24%-ით გაიზარდა და რეკორდულად მაღალი იყო აფხაზეთის ელ. ენერგიის მოხმარება (2.5 ტვტ. სთ.). აღნიშნული, გარკვეულწილად გამოწვეულია ენგურჰესის გენერაციის შემცირებით 2020 წელს“ - ნათქვამია დასკვნაშიო.
IDFI-ის დასკვნაში წერია, რომ გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებების შემდეგ, დღეისათვის პრაქტიკულად არ არსებობს მექანიზმი, რომელიც წაახალისებს ინვესტიციებს სექტორში.
IDFI-ის რეკომენდაციაა Feed-in tariff და სხვა ტიპის ინსტრუმენტების დანერგვა, რომელიც ინვესტორებს შესთავაზებს გარანტირებულ ფასს და დაიცავს გაცვლითი კურსის რისკებისგან. ენერგეტიკული ბირჟის ფუნქციონირება თავისუფალი ბაზრის მექანიზმების განვითარებისათვის მნიშვნელოვანია და ხელს შეუწყობს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის ზრდას. ენერგეტიკული ბირჟის ფუნქციონირება თავისუფალი ბაზრის მექანიზმების განვითარებისათვის მნიშვნელოვანია და ხელს შეუწყობს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის ზრდას. ენერგოდამოუკიდებლობა მცირდება მეზობელი ქვეყნებიდან ელ. ენერგიის იმპორტის ზრდის გათვალისწინებით. შესაბამისად, უნდა განხორციელდეს ბაზრის დერეგულაცია და ელ. ენერგიაზე სამომხმარებლო ფასის ზრდის შემთხვევაში საჭიროა სოციალურად დაუცველი მოსახლეობის პირდაპირი ფორმით სუბსიდირება“ - ნათქვანია რეკომენდაციაში.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთს ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის დაახლოებით 60% უფასოდ მიეწოდება - რეგიონში, სადაც რუსეთის საოკუპაციო ძალების 30 სამხედრო ბაზაა განთავსებიული.
მასალის გამოყენების პირობები






