პოლიტიკური მოძრაობა "ტრიბუნას" ლიდერის , დავით ჭიჭინაძის განცხადებით, როცა "ქართული ოცნება" ნიკა მელიას დაჭერაზე საუბრობს, ამ პარლამენტში შესვლა, ავტომატურად ისევ მელიას დაჭერაზე ხმის მიცემას ნიშნავს.
მისი თქმით, ოპოზიციის მხრიდან ერთადერთი მოთხოვნა მხოლოდ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა იყოს.
პოლიტიკოსი თვლის, რომ ახლა დათმობაზე წასვლა ნიშნავს , რომ "ოცნებას" უყალბებ გაყალბებულ არჩევნებს."მაშინ, როდესაც „ქართული ოცნება“ ნიკა მელიას დაჭერაზე საუბრობს, ამ პარლამენტში შესვლა, ავტომატურად ისევ მელიას დაჭერაზე ხმის მიცემას ნიშნავს!
ასე რომ, დროზე შევიდეს, ვინც აპირებს და მორჩეს ეს ცირკი ერთხელ და საბოლოოდ, მითუმეტეს, რომ უმძიმესი გაზაფხული და კიდე უარესი ზაფხული გველის...
ან რა პირობებზე და ბარიერებზეა საუბარი?
„ოცნება“ აყალბებს არჩევნებს და ბარიერს რა მნიშვნელობა აქვს?!
მითუმეტეს, რომ დღეს, „ოცნებას“ ის მოცემულობა ნამდვილად აღარ აქვს, რაც ივანიშვილის პირობებში ჰქონდა, შესაბამისად, უკვე არც მათი გადმოსახედიდან განისაზღვრება რომელია დიდი პარტია და რომელი პატარა!
მოკლედ, ახლა რამის დათმობა ნიშნავს, რომ სწორედ „ოცნებას“ უპრავებ ყველანაირ გაყალბებას.
და ერთადერთი მოთხოვნა მხოლოდ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა იყოს! , - განაცხადა ჭიჭინაძემ.
ცნობისთვის, ფრაქცია "ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ პარტია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს ნიკა მელიას მიმართა, რომ მას გირაოს გადახდა მაინც მოუწევს. ზარქუას თქმით, საქართველოში კანონი არის უზენაესი, ადამიანების სტატუსისა და მრწამსის მიუხედავად.
მასალის გამოყენების პირობები






