ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლის მურატ ჯიოევის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეს ზაზა გახელაძეს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ძალიან მსუბუქი სასჯელი დააკისრა.
როგორც ის "ეხო კავკაზთან" საუბარში აღნიშნავს, ქართული მხარე ამ საქმეს პროპაგანდისთვის უყენებს და ცრუ ინფორმაციას ავრელებს.
ჯიოევი ასევე ეხმაურება საერთაშორისო ორგანზაციების შეფასებებს, რომლებიც გახელაძის გათავისუფლებას ითხოვენ:
"საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ყოველ ჯერზე მოუწოდებენ სამხრთ ოსეთს, გამოავლინოს ჰუმანურობა, საქმეს ჰუმანიტარული პოზიციიდან უდგებიან. მაგრამ რატომღაც ასეთ ჰუმანურობას და პრინციპულობას არ იჩენენ, როცა საქმე სამხრეთ ოსეთის ახალგაზრდობას ეხება, რომლებიც 2008 წელს დაიკარგნენ, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ ისინი საქართველოს ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლების ხელში იყვნენ და მათი კვალი ველურ ბუნებაში დაიკარგა" - განაცხადა ჯიოევმა.
შეგახსენებთ, რომ ზაზა გახელაძე გასული წლის 11 ივლისს დააკავეს, რამდენიმე დღის წინ კი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ მას 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
მასალის გამოყენების პირობები






