მათივე შეფასებით, მმართვალი პარტია ამ ნაბიჯით ოპოზიციი პარლამენტში შეტყუებას ცდილობს.
„მთავარი პოლიტიკური საკითხი ოპოზიციასა და ხელისუფლება მიტაცებულ ქართულ ოცნებას შორის, შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ რიგგარეშე არჩევნები“- ასე ეხმაურება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ლევან ბეჟაშვილი ქართული ოცნების შემოთავაზებას.
ოპოზიციონერი ბარიერის 0-3 პროცენტამდე შესაძლო დაწევასაც აფასებს:
„ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია პირველი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების თარიღის განსაზღვრა და შემდგომ უკვე საარჩევნო რეფორმებზე საუბარი, მათ შორის ნულოვანი ბარიერის დაწესებაზე. ბუნებრივია ჩვენ, როგორც მთავარ ოპოზიციურ ყველაზე მაღალ რიცხოვან პარტიას საქართველოში არანაირი პრობლემა არა გვაქვს პატარა პარტიებთან ურთიერთობის და ვფიქრობ, რომ მათი წახალისება უფრო მოხდება ნულოვანი ბარიერის შემთხვევაში, ამიტომ არანაირი წინააღმდეგობა არა გვაქვს, მაგრამ ეს არ არის მთავარი საკითხი დღევანდელ პოლიტიკურ რეალობაში და მათ შორის საარჩევნო რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით.“ - განაცხადა ბეჯაშვილმა
მასალის გამოყენების პირობები






