მიუხედავად ამისა საპარლამენტო უმრავლესობის წევრები გუნდის შიგნით არსებულ დაპირისპირებას კატეგორიულად უარყოფენ.
"არანაირი დაპირისპირება მიუხედავად იმისა, რომ ძალიან უნდა ეს რადიკალურ ოპოზიციას, გუნდში არ არის. პოლიტსაბჭო შედგება 21 წევრისგან, ხან ერთი წევრი აკლია სხვადასხვა მიზეზის გამო, ხან მეორე. შესაბამისად, არის საკითხები სადაც პოლიტსაბჭოს ყველა წევრის დასწრება აუცილებელია, მაგრამ საკითხები, რომელზეც გუნდში კონსენსუსია, არ არის აუცილებელი ყველა წევრი ესწრებოდეს. ეს არი ჩვეულებრივი მიმდინარე პროცესი", - განაცხადა ქართული ოცნების წევრმა მაია ბითაძემ.
დეპუტატი არც სამთავრობო შესაძლო ცვლილებებს ადასტურებს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი გახარიას გაზაფხულზე მოხსნიან:
"ეს სიზმარია და მე ძალიან მომწონს თქვენ რომ მრავალფეროვანი სიზმრები გაქვთ. ძალიან კარგი თუ ახდება თქვენი სიზმრები, მაგრამ ვისურვებდი, რომ პოზიტიურად ხდებოდეს. გარდა ამისა, საჯარო სამსახურში მემკვიდრეობით არ გადაეცემათ, ადამიანები ცხოვრების ბოლომდე თანამდებობებს არ იკავებენ. მათ შორის მე 4 წლის შემდეგ ამ თანამდებობას არ დავიკავებ. პრემიერმინისტრის გათავისუფლებაზე საუბარი არ არის. თუ ფორმულას აქვს დამატებით რაიმე ინფორმაცია ამის თაობაზე, შეგვიძლია განვიხილოთ", - განაცხადა ბითაძემ.
აქვე შეგახსენებთ, ბითაძემ "სიზმარი" უწოდა გავრცელებულ ინფორმაციასრომლის მიხედვითაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლას აპირებდა და ქართული ოცნების თავმჯდომარედ მის ნაცვლად ირაკლი კობახიძე ინიშნებოდა. ინფორმაცია 11 იანვარს დადასტურდა.
მასალის გამოყენების პირობები






