გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშიას წარმომადგენელმა თამარ კორძაიამ კიდევ ერთხელ ისაუბრა პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნაზე და აღნიშნა, რომ ოპოზიცია მმართველი პარტიის ფარსში მონაწილეობას არც ერთ შემთხვევაში არ მიიღებს.
"ქართულმა ოცნებამ" წაგვართვა არჩევანი, მან ქვეყანას წაართვა კოალიციური მთავრობის შესაძლებლობა და გვანახა, რომ მხოლოდ ერთპარტიული მმართველიბისთვისაა მზად.
ისინი ცდილობენ, ვითომ შეისწავლონ საკითხი, მაგრამ რელობა სხვა რამეა - ცესკოს მინაცემებით შესწორების ოქმი 1 146 უბანზე შედგა. ვისაც სურვილი აქვს რაიმის გამოძიების, აი ამაზე შეუძლიათ იმსჯელონ. ასევე, ოპოზიციამ 755 საჩივარი შევიტანეთ შემაჯამებელ ოქმებზე, აი ეს საჩივრები შეისწავლონ.
ამიტომაც, რა თქმა უნდა, არ მივიღებთ ამ ფარსში მონაწილეობას. ნათელია, რომ ოცნება არაა ის ძალა, რომელიც შეასრულებს მოქალაქეების დაკვეთას არჩევნებთან დაკავშირებით" - აღნიშნა კორძაიამ.
მასალის გამოყენების პირობები






