ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან თეა წულუკიანის კულტურის მინისტრად შესაძლო დანიშნვაზე ისაუბრა განაცხადა, რომ ის შესანიშნავი მინისტრი იქნება და მის მმართველობას პოლიტიკური ნიშანი არ ექნება:
"თეა წულუკიანი შესანიშნავი მინისტრი იქნება. იყო აქ გარკვეული მოძრაობები, განცხადებები, რომ ეს კულტურის სფეროში ადამიანების თავისუფალ სიტყვას ჩაახშობს, პირიქით, თუ სადმე თავისუფალი სიტყვა უნდა ითქვას, რომელი პოლიტიკური გემოვნებისაც არ უნდა იყოს კულტურის მუშაკი, იგი უნდა იყოს უზრუნველყოფილი, ვინაიდან მატარებელია იმ დიდი ძალისა, რასაც ქვია საქართველოს განსხვავებულობა, თავისი კულტურული მემკვიდრეობით. ამ შემთხვევაში პოლიტიკურ გემოვნებას მნიშვნელობა არ აქვს და ეს სპეკულაციები, თითქოს და მის მმართველობას პოლიტიკური ნიშანი ექნება, არის ყურით მოთრეული და უსაფუძვლო" - განაცხადა გია ვოლსკიმ.
მასალის გამოყენების პირობები






