საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიასა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა - ბიზნესმენების მთავარი მოთხოვნები: შაბათ-კვირას მუშაობის უფლება, კომენდანტის საათის გადაწევა და ვაქცინის კომერციალიზაციაა, თუმცა მთავრობამ არც ერთი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ შეხვედრაზე კონკრეტული თარიღები მომავალ შემსუბუქებასთან დაკავშირებით არ დასახელებულა.
"დავაყენეთ საკითხები, რომ დარჩენილი შეზღუდვები რაც არის ამაზე ვიმსჯელოთ, რაზეც მივიღეთ დაპირება, რომ დააკვირდებიან მომავალ 2 კვირის განმავლობაში ეპიდსიტუაციას. ვფიქრობ, ორ კვირაში იმასაც მივაღწევთ, რომ დარჩენილი შეზღუდვები, რაც არის ისიც გაუქმდება. ეპიდემიოლოგების მიერ დაწესებულ მოთხოვნებს ჩვენ ისედაც ვიცავთ და მომავალში კიდევ უფრო მეტად დავიცავთ", - განაცხადა ბიზნესმენმა სოსო ფხაკაძემ.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე, სხვადასხვა სფეროში მოქმედი მსხვილი ბიზნესის 40-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა.
მასალის გამოყენების პირობები






