ეს არის კოსმეტიკური და არაფრისმომცემი ცვლილებები, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი, რაც იქ წერია, არის იმაზე უარესი, რაც დღეს გვაქვს - თარხნიშვილი საარჩევნო რეფორმაზე
პოლიტიკა - 15:04, 08 Feb, 2021     773

ევროპული საქართველოს წევრი, ლევან თარხნიშვილი, ქართულ ოცნებასა და მოქალაქეებს შორის გაფორმებულ მემორანდუმს ეხმაურება და დაანონსებულ საარჩევნო რეფორმას აფასებს.

თარხნიშვილის თქმით, ეს ცვლილებები არის კოსმეტიკური და არაფრისმომცემი, რადგან მემორანდუმში გაწერილი საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი იმაზე უარესია, რაც დღეს არსებობს.

თარხნიშვილმა აღნიშნა, რომ მხოლოდ ახალი არჩევნები, რომელიც ჩატარდება თვისობრივად ახალ საარჩევნო გარემოში, არის საშუალება, რომ ქვეყანა გამოვიდეს პოლიტიკური კრიზისიდან.

„მარტივად ვთქვათ, ჩვენ რომ დადებითად ვუყურებდით ამ აზრს, ჩვენ მივიღებდით ამაში მონაწილეობას, თუმცა, ჩვენი აზრით ეს არის კოსმეტიკური ცვლილებები, არაფრისმომცემი ცვლილებები, გამომდინარე იქიდან, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი, რაც იქ წერია, არის იმაზე უარესი, რაც დღეს გვაქვს, არ იცვლება საარჩევნო გარემო და ფაქტობრივად იქ მემორანდუმში რაც არის ჩამოწერილი, ამაზე ევროპულმა საქართველომაც და მთლიანად ოპოზიციამაც ერთხელ უკვე უარი ვთქვით და ეს ვარიანტი არის იმის გაუარესებული ვარიანტი, რაზეც უარი ვთქვით. შესაბამისად, ეს ვერაფერს დადებითს ვერ მოიტანს.

მეორე, რაც ასევე მნიშვნელოვანია, ჩვენი ღრმა რწმენით, მხოლოდ ახალი არჩევნები, რომელიც ჩატარდება თვისობრივად ახალ საარჩევნო გარემოში, არის საშუალება, რომ გამოვიდეთ კრიზისიდან. ყველაფერი დანარჩენი, არის კოსმეტიკა და თავის მოტყუება.

შესაბამისად, თუ ამ პროცესში ჩაბმულ ადამიანებს უნდათ, რომ ამით დაკავდნენ, ეს მათი ნებაა, ჩვენ ამაში მონაწილეობის მიღებას ნამდვილად არ ვაპირებთ, ჩვენი მოთხოვნები რჩება იგივე და ასევე ამ მოთხოვნების შესრულებამდე განვაგრძობთ ბოიკოტის რეჟიმში ყოფნას, ვითხოვთ ახალ არჩევნებს, თვისობრივად ახალ საარჩევნო გარემოს, ახალ საარჩევნო ადმინისტრაციას, ოღონდ არა გვარით და სახელებით ჩანაცვლებას, არამედ თვისობრივად ჩანაცვლებას. ეს ყველაფერი არის გაწერილი სახით და ქართულ ოცნებას გადაეცა მესამე და მეოთხე რაუნდზე შესაბამისად და შეუძლიათ იხელმძღვანელონ ამით. ეს არის ჩვენი პოზიცია და ამის შეცვლას არ ვაპირებთ.“ - განაცხადა თარხნიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42