არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" წევრმა ლევან ნატროშვილმა საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ საარჩევნო კომისიების ახალი წესით დაკომპლექტება თავისთავად გულისსმობს იმას, რომ ყველა ამჟამინდელ წარმომადგენელს უფლებამოსილება შეუწყდება:
“იდეა ეს არის. სხვა შემთხვევაში, რა აზრი აქვს საარჩევნო ცვლილებებს, თუკი ადგილობრივ არჩევნებს ახალი სისტემით არჩეული კომისია არ ჩაატარებს და ჩაატარებს ისევ ძველი კომისია, რომლის მიმართაც არსებობს კითხვები და პრობლემა ნდობის კუთხით. სისტემა იცვლება იმისთვის, რომ შემდგომი არჩევნები ახალმა საარჩევნო კომისიამ ჩაატაროს", - განაცხადა ნატროშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული კანონპროექტი პარლამენტს 2021 წლის 1-ელ მარტამდე წარედგინება, ხოლო კანონპროექტი მიღებული იქნება არაუგვიანეს 2021 წლია 1-ელი მაისისა.
მასალის გამოყენების პირობები






