"მოთმინების ფიალა აივსო" - ზაზა გახელაძის მხარდასაჭერად რუსეთის საელჩოსთან აქცია იმართება
პოლიტიკა - 13:38, 08 Feb, 2021     982

საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებებსა და საოკუპაციო რეჟიმის აგრესიულ ქმედებებს რუსეთის საელჩოსთან აპროტესტებენ ზაზა გახელაძის ოჯახის წევრები, მხარდამჭერები, მოძრაობა რუსეთი ოკუპანტიას წევრები და ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ ქმედითი ნაბიჯები გადადგას.

"ზაზას შემთხვევა, არის განსაკუთრებული შემთხვევა, პირველად 2008 წლის შემდეგ, რუსების შეიარაღებული პატრული გადმოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე, ცეცხლასროლი იარაღით დაჭრა საქართველოს მოქალაქე და გაიტაცა, ანუ 2008 წლის შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება დაარღვია რუსეთმა, განახორციელა პირდაპირი სამხედო აგრესია", - თქვა ზაზა გახელაძის ბიძაშვილმა, ლევან გახელაძემ.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერის, დავით ქაცარავას განცხადებით, რუსეთის საელჩოსთან შეიკრიბნენ იმიტომ, რომ ხელისუფლებას უთხრან, რომ მოთმინების ფიალა აივსო და უკვე აღარ ენდობიან.

"ჩვენ მას უკვე აღარ ვენდობით, დიდი ხანია აღარ ვენდობით, მოთმინების ფიალა აივსო, მას ჰქონდა ძალიან დიდი დრო რომ ეჩვენებინა რომ ის მუშაობს ჩვენი მოქალაქეების დასახსნელად, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ ვერანაირ ეფექტურ და ქმედით ნაბიჯს", - თქვა მან.

ცნობისთვის, შაბათს ანტისაოკუპაციო მოძრაობა ფართომასშტაბიან აქციას გამართავს სხვილოს ციხესთან, იმ ადგილას, საიდანაც ზაზა გახელაძე ოკუპანტებმა გაიტაცეს.

შეგახსნებთ, რომ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლო ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42