"იგეგმება, როგორც ვიცი, იგეგმება", - უთხრა მაია მენაღარიშვილმა მედიას.
წულუკიანი ამჟამად პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს იკავებს.
დეპუტატ ლადო კახაძეს წულუკიანის გამინისტრების იდეა მოსწონს.
"თუ ისე მეკითხებით, როგორც არაპარლამენტის წევრს, სადაც არ უნდა დაინიშნოს, თეა არის ძალიან კარგი ორგანიზატორი, კოორდინატორი და კარგად იცის წვდომა, შინაარსი - ფორმისა და შინააარსის დამაახლოებელია. ასეთი კადრი... სამინისტრო არის პოლიტიკის გამტარებელი, კოორდინატორი, საზოგადოებასთან ურთიერთობა, პროფესიული კადრების პირდაპირი და უკუკავშირები, პოტენციალიზმის კაპიტალიზაციის დანახვა, მერე ამ რესურსის გამოყენება, საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვება... იმხელა გამოცდილება აქვს, სადაც იყო იქიდან მოყოლებული და ახლაც სადაც აგრძელებს, რომ... ქალბატონო თეა ისეთი კადრია, ისეთი გამოცდილების მქონე და ისეთი უნარ-ჩვევების მატარებელი, რომ ნებისმიერ საქმეს მაღალ დონეზე გაუძღვება"- აცხადებს ის.
ელისო ბოლქვაძე თეა წულუკიანის მთავრობის გუნდში სავარაუდოდ დაბრუნებაზე ამბობს, რომ იგი "ყველა პოზიციაზე იქნება არაჩვეულებრივი მინისტრი".
"ქალბატონი თეა [წულუკიანი] ყველა პოზიციაზე იქნება არაჩვეულებრივი მინისტრი. ყველგან წარმატებული მინისტრი იქნება ქალბატონი თეა. ჩემთვის, რა თქმა უნდა, მისაღებია, მე ვცემ უდიდეს პატივს.
მე ვერ გავიგე, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი და საინტერესო, ჩემთვის რა იქნება? რა თქმა უნდა, თვითონ ქალბატონი თეა თავისი მოცემულობით, ეს არის ადამიანი, რომელიც აბსოლუტურად ყველა სფეროში, სადაც ის ჩაიხედავს და სადაც ის იმოღვაწევებს, ის იქნება წარმატებული სფერო და აუცილებლად იქნება საინტერესო, კრეატიული. მიმდინარეობს მსჯელობა გუნდში და ამას მალე გაიგებთ", - ამბობს ელისო ბოლქვაძე.
მასალის გამოყენების პირობები






