აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის წარმომადგენელმა მანუჩარ ახალაიამ ისაუბრა.
"სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ შესაძლებელი გახდეს დევნილის შემწეობისა და სოციალური დახმარების ერთდოულად ხელმისაწვდომობა. ქვეყანაში 280 ათასზე მეტი დევნილი. კანონის თანახმად, მკაფიოდაა განსაზღვრული დევნილის სტატუსი, რომელიც პოლიტიკური სტატუსია. ამავე კანონმდებლობითაა განსაზღვრული ფულადი დახმარება 45 ლარის ოდენობით.
რაც შეეხება კანონს სოციალურ სტატუსს, ის არეგულირებს მოსახლეობის იმ ნაწილის სამართლებრივ მდგომაროებას, რომლებიც სიღარიბის ზღვარს მიღმა არიან.
არსებული მომაცემებით დაახლოებით 33 ათასი დევნილია სოციალურად საუცველი. სამწუხაროდ ასეთ დევნილები ვერ იფებენ ორივე სახის დახმარებას - დევნილისა და სოციალურად დაუცველის. რაც დიაკრიმინაციულია.
მოვუწოდებთ ხელისუფლებას გამოიჩინოს ნება, ჩაასწოროს ნორმატიული აქტები.
იმედია ხელისუფლება ამ რეკომენდაციას გაითვალისწინებს. თუ ასე არ მოხდა, პირობას ვდებ, რომ ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ეს გადაწყვეტილება იქნება ერთ-ერთი პირველი. მართალია
ეს მოითხოვს დამატებით თანხებს, მაგრამ ნების არსებობის შემგხვევაში, სახელმწიფოს შეუძლია დაზოგოს ბიუროკრატიული თანხები და მიმართოს აქეთკენ."- აცხადებს ის.
მასალის გამოყენების პირობები






